ირაკლი კობახიძე – ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა გასულ წელს მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში ისტორიულ რეკორდს მიაღწია და 1 მილიარდ 845 მილიონი დოლარი შეადგინა, აღმავალი დინამიკა წელსაც გრძელდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გასულ წელს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 1 მილიარდ 845 მილიონი დოლარი შეადგინა, მიმდინარე წლის შვიდი თვის მონაცემებით კი ექსპორტი 14%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს. ამის შესახებ მან ფერმერის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სექტორის მხარდასაჭერად სახელმწიფო პროგრამები და ფერმერთა რეესტრი ამოქმედდა.

ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე თავის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს, გასულ წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში ისტორიულ რეკორდს მიაღწია და 1 მილიარდ 845 მილიონი დოლარი შეადგინა. წელსაც გრძელდება აღმავალი დინამიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ფერმერის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მიმდინარე წლის შვიდი თვის მონაცემებით, ექსპორტი უკვე 14%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს.
„ფერმერთა მხარდასაჭერად და ქართული სოფლის გასაძლიერებლად არაერთი სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს. ჩვენი ფერმერების შრომასა და პროფესიონალიზმთან ერთად, თანმიმდევრულ პოლიტიკას უდიდესი წვლილი მიუძღვის სოფლის მეურნეობის მუდმივ და თანმიმდევრულ გაძლიერებაში. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე თავის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს. გასულ წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში ისტორიულ რეკორდს მიაღწია და 1 მილიარდ 845 მილიონი დოლარი შეადგინა. წელსაც გრძელდება აღმავალი დინამიკა და თუ ავიღებთ 7 თვის მონაცემებს, ექსპორტი უკვე 14%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს. მთლიანობაში დღეს ამ სექტორზე საქართველოს მთლიანი ექსპორტის თითქმის მეოთხედი, 24% მოდის.
მიღწეული შედეგების კიდევ უფრო გასამყარებლად, ადგილობრივი წარმოების ზრდის, იმპორტის ჩანაცვლებისა და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერების მიზნით, წელს ავამოქმედეთ ერთიანი „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ და ფერმერთა რეესტრი“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ სფეროთი სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ახალგაზრდები.
„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ სფეროთი სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ახალგაზრდები, ასევე იზრდება ქალი ფერმერების რაოდენობა და ამ ყველაფერს ახალი ენერგია შემოაქვს სოფლის მეურნეობაში. ახალგაზრდებს შემოაქვთ ახალი ცოდნა, თანამედროვე ტექნოლოგიები და ის ენერგია, რომელიც სჭირდება ქართული სოფლის მეურნეობის მუდმივ გაძლიერებას და განვითარებას. კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა თითოეულ ფერმერს. სწორედ თქვენი დაუღალავი შრომის შედეგია ის, რომ ქართული მიწა ჩვენი ქვეყნის რეალურ ეკონომიკურ ძალად და განვითარების მყარ საფუძვლად იქცა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ფერმერის დღეს და თითოეულ თქვენგანს გისურვებთ წარმატებებს“, – განაცხადა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიირაკლი კობახიძე: ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე თავის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს, გასულ წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში ისტორიულ რეკორდს მიაღწია და 1 მილიარდ 845 მილიონი დოლარი შეადგინა. წელსაც გრძელდება აღმავალი დინამიკა
- BM.GEსოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს - ირაკლი კობახიძე
- იმედინიუსიპრემიერი: ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით, გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია, სოფლის მეურნეობას სჭირდება მუდმივი ზრუნვა, განვითარება, რისთვისაც სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს
- პირველი არხიირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით, სოფლის მეურნეობას სჭირდება მუდმივი ზრუნვა, განვითარება, რისთვისაც სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებს და გააკეთებს
- რუსთავი 2ირაკლი კობახიძე: ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე თავის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს, გასულ წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში ისტორიულ რეკორდს მიაღწია და 1 მილიარდ 845 მილიონი დოლარი შეადგინა
- რუსთავი 2პრემიერი: მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში, გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ 20 მლრდ ლარს მიაღწია, სოფლის მეურნეობას სჭირდება მუდმივი ზრუნვა, განვითარება, რისთვისაც სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს
- ინტერპრესნიუსიპრემიერი - ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით - გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.