პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტრამპი „დემოკრატებზე“: თუ გყავს კაცები ქალთა სპორტში, ღია საზღვრები ყველასთვის, ტრანსგენდერული დღის წესრიგი ყველგან, შვილების დასახიჩრება და სხვა მრავალი რამ, არჩევნების მოგების ერთადერთი გზა გაყალბებაა

დონალდ ტრამპის განცხადებით, საზოგადოებრივი გამოკითხვები გაყალბებულია, ხოლო „დემოკრატების“ დღის წესრიგის ფონზე არჩევნების მოგების ერთადერთი გზა გაყალბებაა. მისი მტკიცებით, ოპონენტების მიერ კონგრესის ხელში ჩაგდების შემთხვევაში, ქვეყანა შესაძლოა სამუდამოდ განადგურდეს.

ტრამპი „დემოკრატებზე“: თუ გყავს კაცები ქალთა სპორტში, ღია საზღვრები ყველასთვის, ტრანსგენდერული დღის წესრიგი ყველგან, შვილების დასახიჩრება და სხვა მრავალი რამ, არჩევნების მოგების ერთადერთი გზა გაყალბებაა
იმედინიუსი

საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიუხედავად, რომლებიც წარმომადგენელთა პალატასა და სენატში უმრავლესობას „დემოკრატებს“ უწინასწარმეტყველებს, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ოპტიმიზმს მაინც ინარჩუნებს.

„მიმაჩნია, რომ ეს გამოკითხვები გაყალბებულია. ვფიქრობ, ბევრი კომპანია გამოკითხვის ჩასატარებლად ხალხს გარეთ საერთოდ არც გზავნის. მგონია, რომ დიდ ჰონორარებს იღებენ, აცხადებენ, თითქოს მთელ ქვეყანაში ათასი გამოკითხველი ჰყავთ ჩართული, სინამდვილეში კი უბრალოდ მაგიდასთან სხედან. მე არავის ვიცნობ, ვისთვისაც ოდესმე რამე უკითხავთ“, - განუცხადა ტრამპმა New York Post-ის ჟურნალისტს, მირანდა დევაინს.

ალასკის მაგალითზე მითითებით - სადაც მოქმედი „რესპუბლიკელი“ სენატორის, დენ სალივანის სრული სეხნია „ყალბი კანდიდატი“ გამოაჩინეს - ტრამპი აცხადებს, რომ „დემოკრატებს“ არჩევნების მანიპულირებისა და გაყალბებისკენ მიდრეკილება ახასიათებთ.

„თუ გყავს კაცები ქალთა სპორტში, ღია საზღვრები ყველასთვის, ტრანსგენდერული დღის წესრიგი ყველგან, შვილების დასახიჩრება და სხვა მრავალი რამ, მაღალი გადასახადები, ცუდი ეკონომიკა, სუსტი სამხედრო პოლიტიკა, თუ ეს ყველაფერი გაქვს, არჩევნების მოგების ერთადერთი გზა გაყალბებაა“, - განაცხადა მან.

ტრამპის თქმით, თუკი „დემოკრატები“ წელს კონგრესის ორსავე პალატას ჩაიგდებენ ხელში, ხოლო 2028 წელს თეთრ სახლსაც დაიბრუნებენ, ქვეყანა „შესაძლოა სამუდამოდ განადგურების გზას დაადგეს“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მიმაჩნია, რომ ეს გამოკითხვები გაყალბებულია. ვფიქრობ, ბევრი კომპანია გამოკითხვის ჩასატარებლად ხალხს გარეთ საერთოდ არც გზავნის. მგონია, რომ დიდ ჰონორარებს იღებენ, აცხადებენ, თითქოს მთელ ქვეყანაში ათასი გამოკითხველი ჰყავთ ჩართული, სინამდვილეში კი უბრალოდ მაგიდასთან სხედან. მე არავის ვიცნობ, ვისთვისაც ოდესმე რამე უკითხავთ“
„თუ გყავს კაცები ქალთა სპორტში, ღია საზღვრები ყველასთვის, ტრანსგენდერული დღის წესრიგი ყველგან, შვილების დასახიჩრება და სხვა მრავალი რამ, მაღალი გადასახადები, ცუდი ეკონომიკა, სუსტი სამხედრო პოლიტიკა, თუ ეს ყველაფერი გაქვს, არჩევნების მოგების ერთადერთი გზა გაყალბებაა“
„შესაძლოა სამუდამოდ განადგურების გზას დაადგეს“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ შუალედურ არჩევნებში „დემოკრატები“ გაიმარჯვებენ, შესაძლოა, „მისტერ ვეტო“ გახდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები