ტრამპი: „დემოკრატებს“ თქვენი ბავშვების დასახიჩრება სურთ - თქვენი შვილი სახლიდან ჯიმის სახელით გადის და სამი დღის შემდეგ უკან ჯანეტად ბრუნდება, დაუჯერებელია, რასაც აკეთებენ
დონალდ ტრამპმა არიზონაში წინასაარჩევნო მიტინგზე დემოკრატები მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათი პოლიტიკა არასრულწლოვანთა სქესის შეცვლისკენაა მიმართული და მათ „ბავშვების დასახიჩრება სურთ“.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არიზონაში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას „დემოკრატიული“ პარტია მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათი პოლიტიკა არასრულწლოვანთა სქესის შეცვლის ხელშეწყობისკენაა მიმართული.
ტრამპმა მხარდამჭერებს მიმართა და აღნიშნა, რომ ოპონენტების ქმედებები ყოველგვარ ზღვარს სცდება.
„დემოკრატებს“ არ შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც სურთ. მათ თქვენი ბავშვების დასახიჩრება სურთ. დაუჯერებელია, რასაც აკეთებენ. თქვენი შვილი სახლიდან ჯიმის სახელით გადის და სამი დღის შემდეგ უკან ჯანეტად ბრუნდება“, - განაცხადა ტრამპმა.
მან დასძინა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს მსგავსი შემთხვევების რეალურობის დაჯერება უჭირს, თუმცა ეს პროცესები ნამდვილად მიმდინარეობს: „ბევრს ჰგონია, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ ეს ხდება“.
ციტატები სტატიიდან
„დემოკრატებს“ არ შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც სურთ. მათ თქვენი ბავშვების დასახიჩრება სურთ. დაუჯერებელია, რასაც აკეთებენ. თქვენი შვილი სახლიდან ჯიმის სახელით გადის და სამი დღის შემდეგ უკან ჯანეტად ბრუნდება“
„ბევრს ჰგონია, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ ეს ხდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.