პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

ტელეიმედირუსთავი 2შინაგან საქმეთა სამინისტროსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურინაციონალური მოძრაობა

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა; მედიის ცნობით, ის „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა.

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა
რადიო თავისუფლება

უწყების ცნობით, გელაძის მიერ თანამდებობის დატოვება მის ახალ პოზიციაზე გადასვლას უკავშირდება.

პროსახელისუფლებო ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, გელაძე „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ (GOGC) სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა.

სამეთვალყურეო საბჭო სამი წევრისგან შედგება. ის აკონტროლებს კორპორაციის საქმიანობას და მონაწილეობს მნიშვნელოვანი საკითხების მომზადებასა და გადაწყვეტაში.

კორპორაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვაჟა ხიდაშელია, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე – გიორგი ჩაჩიბაია.

გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2026 წლის 15 სექტემბერს დაინიშნა. მანამდე, 28 აპრილიდან 14 სექტემბრამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2025 წლის 28 მაისიდან 2026 წლის 21 აპრილამდე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

გელაძე 1999 წლიდან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში მუშაობდა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდშიც. 2004-2005 წლებში მას შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში უფროსი გამომძიებლის, ხოლო 2010-2012 წლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობები ეკავა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოგეკა გელაძე "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა
  2. პირველი არხისამთავრობოგეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა
  3. POSTVსამთავრობო„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად გეკა გელაძე დაინიშნა
  4. ფორმულაოპოზიციურიგეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა
  5. BM.GEოპოზიციურიგელა გელაძე "ნავთობისა და გაზის კორპორაციის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგელა გელაძე „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გელა გელაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები