პაპუაშვილი დიპლომატებს: ნუ მოგერიდებათ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა ნურც მოწინააღმდეგესთან და ნურც მეგობართან. ხანდახან სწორედ მეგობარს სჭირდება უფრო მეტად იმის შეხსენება, რომ პარტნიორობა არ ნიშნავს სხვისი პოლიტიკური ნების ჩანაცვლებას საკუთარი ნებით, მეგობრობა არ აუქმებს სუვერენიტეტს და კეთილი განზრახვაც კი ვერ გაამართლებს სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დიპლომატებს მოუწოდა, დაიცვან ქვეყნის სუვერენიტეტი როგორც მოწინააღმდეგესთან, ისე მეგობართან. მისი განცხადებით, პარტნიორობა არ ნიშნავს სხვისი პოლიტიკური ნების ჩანაცვლებას საკუთარი ნებით და კეთილი განზრახვაც ვერ გაამართლებს შიდა საქმეებში ჩარევას.

ნუ მოგერიდებათ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა ნურც მოწინააღმდეგესთან და ნურც მეგობართან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
პაპუაშვილის თქმით, ხანდახან სწორედ მეგობარს სჭირდება უფრო მეტად იმის შეხსენება, რომ პარტნიორობა არ ნიშნავს სხვისი პოლიტიკური ნების ჩანაცვლებას საკუთარი ნებით, მეგობრობა არ აუქმებს სუვერენიტეტს და კეთილი განზრახვაც კი ვერ გაამართლებს სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას.
„35 წლის წინ, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა, ჩვენ ბევრად უფრო ოპტიმისტურად ვუყურებდით სამყაროს, რომელშიც ვბრუნდებოდით. გვეგონა, რომ ცივი ომის დასრულებას მოჰყვებოდა ეპოქა, სადაც სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას სულ უფრო მეტად განსაზღვრავდა სამართალი და სულ უფრო ნაკლებად ძალა. დღეს მეტი გამოცდილება გვაქვს. დღეს ვიცით, რომ საერთაშორისო პოლიტიკა არასოდეს ყოფილა სენტიმენტების სფერო. სახელმწიფოები მოქმედებენ საკუთარი ინტერესების შესაბამისად. ამის გაცნობიერება ცინიზმი არ არის ეს არის პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის აუცილებელი წინაპირობა.
ამიტომ მინდა ქართველ დიპლომატებს განსაკუთრებით გითხრათ: ნუ მოგერიდებათ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა ნურც მოწინააღმდეგესთან და ნურც მეგობართან. ხანდახან სწორედ მეგობარს სჭირდება უფრო მეტად იმის შეხსენება, რომ პარტნიორობა არ ნიშნავს სხვისი პოლიტიკური ნების ჩანაცვლებას საკუთარი ნებით, მეგობრობა არ აუქმებს სუვერენიტეტს და კეთილი განზრახვაც კი ვერ გაამართლებს სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაშალვა პაპუაშვილი: დიპლომატიას აზრი სწორედ მაშინ აქვს, როცა ის რეალურ შედეგს ქმნის, როცა საქართველოს პატივს სცემენ არა იმიტომ, რომ ყველაფერზე თანახმაა, არამედ იმიტომ, რომ იციან ეს არის სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი ინტერესები აქვს და მათი დაცვა შეუძლია
შალვა პაპუაშვილი – დიპლომატიას აზრი მაშინ აქვს, როცა ქვეყნისთვის შედეგს ქმნის, როცა საქართველოს პატივს სცემენ არა იმიტომ, რომ ყველაფერზე თანახმაა, არამედ იმიტომ, რომ იციან, საკუთარი ინტერესების დაცვა შეუძლია
შალვა პაპუაშვილი ქართველ დიპლომატებს - ნუ მოგერიდებათ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა ნურც მოწინააღმდეგესთან და ნურც მეგობართან - ხანდახან მეგობარს უფრო სჭირდება შეხსენება, რომ პარტნიორობა არ ნიშნავს სხვისი პოლიტიკური ნების ჩანაცვლებას საკუთარი ნებით
შალვა პაპუაშვილი ქართველ დიპლომატებს - თქვენ ხშირად ხართ საქართველოს პირველი ხმა უცხოეთში და უცხოეთის პირველი ხმა ჩვენს ქვეყანაში - ააშენეთ ხიდები, მაგრამ არასოდეს დაკარგოთ ნაპირი, საიდანაც ეს ხიდი იწყება, ეს ნაპირი საქართველოა!
შალვა პაპუაშვილი: “საერთაშორისო პოლიტიკა არასოდეს ყოფილა სენტიმენტების სფერო. სახელმწიფოები მოქმედებენ საკუთარი ინტერესების შესაბამისად. ამის გაცნობიერება ცინიზმი არ არის. ეს არის პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის აუცილებელი წინაპირობა”
შალვა პაპუაშვილი: ძვირფასო დიპლომატებო, თქვენ ხშირად ხართ საქართველოს პირველი ხმა უცხოეთში და უცხოეთის პირველი ხმა საქართველოში. ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაქვთ ააშენოთ ხიდები, მაგრამ არასოდეს დაკარგოთ ნაპირი, საიდანაც ეს ხიდი იწყება. ეს ნაპირი საქართველოა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…