პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი სახელმწიფოსთვის ბრძოლა დღესაც არანაკლებ რთულია. ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ის არის, რომ ამ ბრძოლაში მთავარი იარაღი დიპლომატია იყოს​

დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოსთვის ბრძოლა დღესაც რთულია და მთავარი ამოცანაა, ამ ბრძოლაში მთავარ იარაღად დიპლომატია დარჩეს.

დღეს დიპლომატის დღეა. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა. პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ამ დღის მნიშვნელობაზე და დიპლომატების როლზე ისაუბრეს.

ითქვა, რომ დიპლომატიური სამსახური სახელმწიფოს სახეა. თითოეული დიპლომატის უკან კი დგას სახელმწიფო ეროვნული ინტერესებით, ისტორიითა და ხალხით. ქვეყნის პირველმა პირებმა ქვეყნის მთავარ საგარეო პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა დიპლომატების დაჯილდოების ცერემონია.

როგორც ღონისძიების გახსნისას ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, თანამედროვე, სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში, საქართველოს მთავარი ამოცანა მშვიდობის შენარჩუნება, ეროვნული ინტერესების დაცვა და ისეთი საერთაშორისო გარემოს უზრუნველყოფაა, რომელიც ქვეყნის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

"დიპლომატიური სამსახური სახელმწიფოს სახეა. ქვეყნის სახელით საუბარი განსაკუთრებული პრივილეგიაა და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობა. თითოეული დიპლომატის უკან დგას სახელმწიფო, თავისი ეროვნული ინტერესებით, ისტორიით და ხალხით. სწორედ ამაშია ჩვენი ძალა და ამავე დროს ჩვენი პასუხისმგებლობის უმთავრესი საფუძველი. ჩვენი ქვეყნის ისტორიას ხშირად არ მოუცია შესაძლებლობა, ეროვნული ინტერესები დიპლომატიური გზებით დაგვეცვა.

ურთულეს რეგიონში და სწრაფად ცვალებად თანამედროვე გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, ჩვენი სახელმწიფოსთვის ბრძოლა დღესაც არანაკლებ რთულია. ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ის არის, რომ ამ ბრძოლაში მთავარი იარაღი დიპლომატია იყოს. ამისთვის ვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ ინსტრუმენტს მშვიდობის შესანარჩუნებლად, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად და ისეთი საერთაშორისო გარემოს ხელშესაწყობად, რომელიც საქართველოს განვითარებისა და გაძლიერების შესაძლებლობას მისცემს", - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი – ჩვენი არჩევანი მშვიდობაა, ხოლო მშვიდობის დაცვა ისე, რომ არასოდეს დავთმოთ ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ეროვნული ინტერესები, უმთავრესი პასუხისმგებლობაა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, თავისი არსით, მუდმივი დიპლომატიური ბრძოლის, ოსტატობისა და სტრატეგიული ლავირების ისტორიააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები