პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Euronews: ბელგიის პრემიერმა ორშაბათს დილით სამეფო სასახლეში მეფე ფილიპს მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა, რაც ბიუჯეტის ირგვლივ გამართული მოლაპარაკებების ჩაშლას მოჰყვა

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა მეფე ფილიპს მთავრობის გადადგომის შესახებ მიმართა მას შემდეგ, რაც ბიუჯეტზე მოლაპარაკებები ჩაიშალა. ქვეყნის სახელმწიფო ვალი მშპ-ის 110%-ს აჭარბებს, ბიუჯეტის დეფიციტი კი 5%-მდე გაიზარდა.

Euronews: ბელგიის პრემიერმა ორშაბათს დილით სამეფო სასახლეში მეფე ფილიპს მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა, რაც ბიუჯეტის ირგვლივ გამართული მოლაპარაკებების ჩაშლას მოჰყვა
იმედინიუსი

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა ორშაბათს დილით სამეფო სასახლეში მეფე ფილიპს მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა, რაც ბიუჯეტის ირგვლივ გამართული მოლაპარაკებების ჩაშლას მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

დე ვევერმა სამეფო სასახლე მეფე ფილიპთან დაახლოებით 1.5-საათიანი შეხვედრის შემდეგ დატოვა ისე, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მოსალოდნელია, რომ მეფე შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის, მაქსიმ პრევოს თქმით, „ზედმეტად ბევრი შეუთანხმებელი დეტალი დარჩა“. „ყველა პრობლემური პუნქტის ჩამოთვლას მარადისობა დასჭირდება“, - განუცხადა მან ბელგიურ მედიას.

ევროკავშირის საბიუჯეტო შეზღუდვების დასაკმაყოფილებლად, მთავრობამ 10 მილიარდი ევროს დაზოგვა უნდა უზრუნველყოს.

გასულ წელს ბიუჯეტის დეფიციტმა 5%-ს მიაღწია, რაც ევროპული რეგულაციებით დადგენილ 3%-იან მაქსიმუმს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

ამასთან, ბელგიის სახელმწიფო ვალი 735 მილიარდ ევროს გადასცდა, რაც ქვეყნის მშპ-ის 110%-ზე მეტია - იმ ფონზე, როდესაც ნებადართული ზღვარი 60%-ს შეადგენს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ზედმეტად ბევრი შეუთანხმებელი დეტალი დარჩა“
მაქსიმ პრევო
„ყველა პრობლემური პუნქტის ჩამოთვლას მარადისობა დასჭირდება“
მაქსიმ პრევო
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბელგიის პრემიერ-მინისტრი - დარწმუნებული ვარ, ევროკომისია გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხს აღარ დაუბრუნდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები