ბელგიის პრემიერ-მინისტრი - დარწმუნებული ვარ, ევროკომისია გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხს აღარ დაუბრუნდება
ბელგიის პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ევროკომისია უკრაინის დასახმარებლად ბელგიაში არსებული გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხს აღარ დაუბრუნდება.

დარწმუნებული ვარ, ევროკომისია გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხს აღარ დაუბრუნდება, - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა განაცხადა.
ბარტ დე ვევერის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ევროკომისია უკრაინის ფინანსური საჭიროებების დასაფარად ბელგიის ტერიტორიაზე შენახული გაყინული რუსული აქტივების გამოყენების შესახებ ახალ წინადადებას არ წარადგენს.
„ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ეს უკვე ითქვა“, - აღნიშნა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, ბელგიის ტერიტორიაზე დაახლოებით 189 მილიარდი ევროს ოდენობის გაყინული რუსული აქტივები ინახება. გასულ წელს, ბელგიამ გაყინული აქტივების გამოყენებით უკრაინის დაფინანსების გეგმას მხარი არ დაუჭირა, რის შემდეგაც ევროკავშირის ლიდერები უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პაკეტზე შეთანხმდნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ეს უკვე ითქვა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.