პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბელგიის პრემიერი გადადგომას ითხოვს - ქვეყანაში, შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბიუჯეტზე მმართველ კოალიციასთან შეუთანხმებლობის გამო მეფე ფილიპეს გადადგომის თხოვნით მიმართა, რამაც შესაძლოა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები გამოიწვიოს. კოალიციაში უთანხმოება 10 მილიარდი ევროს დაზოგვის გეგმამ განაპირობა.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა მეფე ფილიპეს გადადგომის თხოვნის დაკმაყოფილებისთვის მიმართა. მიზეზი მომავალი წლის ბიუჯეტზე მმართველ კოალიციასთან შეუთანხმებლობა გახდა. მონარქს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.

სამეფო სასახლის ცნობით, მეფე კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერებთან კონსულტაციებს გამართავს, პარასკევს კი პრემიერ-მინისტრს კვლავ შეხვდება. მონარქმა მხარეებს კომპრომისისკენ მოუწოდა.

5 პარტიულ კოალიციაში უთანხმოება ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად 10 მილიარდი ევროს დაზოგვის გეგმამ გამოიწვია. მემარჯვენე და ლიბერალური პარტიები სახელმწიფო ხარჯების შემცირებას ითხოვენ და გადასახადების ზრდას ეწინააღმდეგებიან, სოციალისტები და ცენტრისტები კი მაღალშემოსავლიანი მოქალაქეების დაბეგვრას უჭერენ მხარს.

თუ მეფე პარასკევს პრემიერ-მინისტრის გადადგომას დააკმაყოფილებს, ბელგიაში შესაძლოა ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Euronews: ბელგიის პრემიერმა ორშაბათს დილით სამეფო სასახლეში მეფე ფილიპს მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა, რაც ბიუჯეტის ირგვლივ გამართული მოლაპარაკებების ჩაშლას მოჰყვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები