პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მახაშვილი – არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ევროპელი ბიუროკრატები ვერ ხედავენ, რა ხდება პოლონეთში ან სხვა ქვეყნებში, თუმცა მათი სიჩუმე ნაკარნახევია ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგით

ლევან მახაშვილის განცხადებით, პოლონეთში მწვავე პოლიტიკური კრიზისია, ხოლო ევროპელი ბიუროკრატების სიჩუმე იქაურ მოვლენებზე ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგითაა ნაკარნახევი. მისი თქმით, პოლონეთის მხრიდან საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტები ვლინდება.

ლევან მახაშვილი – არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ევროპელი ბიუროკრატები ვერ ხედავენ, რა ხდება პოლონეთში ან სხვა ქვეყნებში, თუმცა მათი სიჩუმე ნაკარნახევია ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგით
პირველი არხი

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, პოლონეთში მწვავე პოლიტიკური კრიზისია და ბევრი ლეგიტიმური კითხვაა პოლონეთის მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით.

მახაშვილის თქმით, პოლონეთის ხელისუფლებას საქართველოს მიმართ ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონდა.

ლევან მახაშვილი ამბობს, რომ ევროპელი ბიუროკრატები ხედავენ, რა ხდება პოლონეთში, თუმცა მათი სიჩუმე ნაკარნახევია კონკრეტული ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგით.

„სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას მაქსიმალურად ვერიდებით, თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ იმის გამო ვაკეთებთ კომენტარს, რომ პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით აბსოლუტურად გაუგებარი შეფასებები გვესმოდა. ფაქტია, პოლონეთში მწვავე პოლიტიკური კრიზისია და ბევრი ლეგიტიმური კითხვაა იმასთან დაკავშირებით, საით ვითარდება პოლონეთის კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების სისტემა, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და ა.შ. ამ კითხვებს პასუხები სჭირდება. სწორედ აქედანაა ნაკარნახევი ჩვენი დამოკიდებულებაც. არ გვაქვს მოლოდინი, რომ პოლონეთის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებით ორმაგ სტანდარტს გადაიაზრებს. მათი მხრიდან საქართველოს მიმართ ვიწრო პოლიტიკურ დღის წესრიგს ვხედავდით. სწორედ ამ დღის წესრიგიდან იყო ნაკარნახევი იერიში საქართველოს მიმართ და არა იმიტომ, რომ საქართველოში დემოკრატიის ნაწილში ან სხვა ნაწილში იყო რაიმე არსებითი ხარვეზები, თუ პრობლემები. ბრიუსელიდან ძალიან კარგად ხედავენ, რა ხდება პოლონეთში, საფრანგეთშიც. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში, ისინი აფინანსებდნენ ორგანიზაციებს, რომლებმაც ამ კვირებში საფრანგეთში ქაოსი და ცეცხლი მოაწყვეს. კარგად ხედავენ, რა ხდება, თუმცა ამჯობინებენ, სირაქლემას პოზაში ყოფნას, რადგან ეს მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია. შესაბამისად, კარგად იკვეთება სიყალბე. მათ ინტერესებში თუ ჯდება, მაშინ შეუძლიათ, მოძალადეებს თავისუფლებისთვის მებრძოლები უწოდონ, ხოლო თუ არ ჯდება, მიაწებებენ პრორუსულ იარლიყს, მოძალადე დემონსტრანტებს დაარქმევენ მშვიდობიან დემონსტრანტებს და ხელისუფლებას მათ გათავისუფლებას სთხოვენ. ამიტომ არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ევროპელი ბიუროკრატები ვერ ხედავენ, რა ხდება პოლონეთში ან სხვა ქვეყნებში, თუმცა მათი სიჩუმე, თუ ხმამაღალი რიტორიკა ნაკარნახევია ხოლმე კონკრეტული ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთში კრიზისი უკავშირდება საკონსტიტუციო ტრიბუნალზე კონტროლის მოსაპოვებლად ბრძოლას. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტრიბუნალის მოსამართლემ, ანა კორვინ-პიოტროსკამ, როგორც უწყებაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე მოსამართლემ, წინა ხელისუფლების დროს, „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ მმართველობის პერიოდში დანიშნული ტრიბუნალის თავმჯდომარე ბოგდან შვეჩკოვსკი და მისი მოადგილე ბართლომეი სოხანსკი ერთი თვით თანამდებობიდან გადააყენა და ეს სიახლე უწყების ვებგვერდზე გამოაქვეყნა. 30 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან მისულ პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის კორტეჟს სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ. პოლიცია ცდილობდა, საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში არც პრეზიდენტი და არც ოპოზიციური „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ წარმომადგენლები არ შეეშვა. შეტაკება იყო პოლიციასა და დემონსტრანტებს შორისაც. საბოლოოდ ნავროცკიმ სასამართლოს შენობაში შესვლა შეძლო.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას მაქსიმალურად ვერიდებით, თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ იმის გამო ვაკეთებთ კომენტარს, რომ პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით აბსოლუტურად გაუგებარი შეფასებები გვესმოდა. ფაქტია, პოლონეთში მწვავე პოლიტიკური კრიზისია და ბევრი ლეგიტიმური კითხვაა იმასთან დაკავშირებით, საით ვითარდება პოლონეთის კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების სისტემა, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და ა.შ. ამ კითხვებს პასუხები სჭირდება. სწორედ აქედანაა ნაკარნახევი ჩვენი დამოკიდებულებაც. არ გვაქვს მოლოდინი, რომ პოლონეთის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებით ორმაგ სტანდარტს გადაიაზრებს. მათი მხრიდან საქართველოს მიმართ ვიწრო პოლიტიკურ დღის წესრიგს ვხედავდით. სწორედ ამ დღის წესრიგიდან იყო ნაკარნახევი იერიში საქართველოს მიმართ და არა იმიტომ, რომ საქართველოში დემოკრატიის ნაწილში ან სხვა ნაწილში იყო რაიმე არსებითი ხარვეზები, თუ პრობლემები. ბრიუსელიდან ძალიან კარგად ხედავენ, რა ხდება პოლონეთში, საფრანგეთშიც. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში, ისინი აფინანსებდნენ ორგანიზაციებს, რომლებმაც ამ კვირებში საფრანგეთში ქაოსი და ცეცხლი მოაწყვეს. კარგად ხედავენ, რა ხდება, თუმცა ამჯობინებენ, სირაქლემას პოზაში ყოფნას, რადგან ეს მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია. შესაბამისად, კარგად იკვეთება სიყალბე. მათ ინტერესებში თუ ჯდება, მაშინ შეუძლიათ, მოძალადეებს თავისუფლებისთვის მებრძოლები უწოდონ, ხოლო თუ არ ჯდება, მიაწებებენ პრორუსულ იარლიყს, მოძალადე დემონსტრანტებს დაარქმევენ მშვიდობიან დემონსტრანტებს და ხელისუფლებას მათ გათავისუფლებას სთხოვენ. ამიტომ არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ევროპელი ბიუროკრატები ვერ ხედავენ, რა ხდება პოლონეთში ან სხვა ქვეყნებში, თუმცა მათი სიჩუმე, თუ ხმამაღალი რიტორიკა ნაკარნახევია ხოლმე კონკრეტული ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე“
ლევან მახაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დავით მათიკაშვილი: ევრობიუროკრატია ცდილობს გაამართლოს ყველა ორმაგი სტანდარტით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც თვითონ ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები