ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო საფრანგეთში დემონსტრანტების დასჯას, სამართალდამცველებზე თავდასხმების პრევენციისთვის კი კანონის გამკაცრებას ითხოვს
ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო საფრანგეთში საპროტესტო აქციების ფონზე კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვს და აცხადებს, რომ უმცირეს სამართალდარღვევასაც კი პატიმრობა უნდა მოჰყვეს.

ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში მიდმინარე აქციების დროს მომხდარ ფაქტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სამართალდამცველებზე გახშირებული თავდასხმების შემდგომი პრევენციისთვის კანონის გამკაცრებაა საჭირო. მისივე თქმით, "უმცირეს სამართალდარღვევასაც კი პატიმრობა უნდა მოჰყვეს, რათა ყველამ გააცნობიეროს: უმნიშვნელო დაზიანებაც კი უპასუხოდ არ დარჩება".
"ერთი რამ ცხადია: ახლა ახალი ზომების მიღებაა საჭირო. ედუარ ფილიპმა წამოაყენა წინადადება, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მუნიციპალური პოლიციაც ჩავრთოთ. მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალურ პოლიციელებს პირის ვინაობის გადამოწმების უფლებაც კი არ აქვთ, რაც აბსურდია.
საფრანგეთში 30 ათასი მუნიციპალური პოლიციელია და მათი რესურსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.
ასევე უნდა გამკაცრდეს რეაგირება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაზე - მათ შორის ძარცვასა და ვანდალიზმზე, რაც ხშირად დაუსჯელი რჩება.
დღეს ისე უნდა მოვიქცეთ, რომ უმცირეს სამართალდარღვევასაც კი პატიმრობა მოჰყვეს, რათა ყველამ გააცნობიეროს: უმნიშვნელო დაზიანებაც კი უპასუხოდ არ დარჩება.
სამართალდამცველებზე ძალადობის განმეორების შემთხვევაში კი, სასჯელის სავალდებულო მინიმალური ზღვარი უნდა დაწესდეს. არსებობს სხვა ინიციატივებიც - მათ შორის ე.წ. კაზენევ-პეირეს კანონი, რომელსაც ამჟამად განიხილავენ. დროა, ეს კანონი მიიღონ და მისი აღსრულება დაიწყონ", - აცხადებს ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო.
ლუკა ჩლაიძე
ციტატები სტატიიდან
„უმცირეს სამართალდარღვევასაც კი პატიმრობა უნდა მოჰყვეს, რათა ყველამ გააცნობიეროს: უმნიშვნელო დაზიანებაც კი უპასუხოდ არ დარჩება“
„ერთი რამ ცხადია: ახლა ახალი ზომების მიღებაა საჭირო. ედუარ ფილიპმა წამოაყენა წინადადება, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მუნიციპალური პოლიციაც ჩავრთოთ. მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალურ პოლიციელებს პირის ვინაობის გადამოწმების უფლებაც კი არ აქვთ, რაც აბსურდია. საფრანგეთში 30 ათასი მუნიციპალური პოლიციელია და მათი რესურსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ასევე უნდა გამკაცრდეს რეაგირება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაზე - მათ შორის ძარცვასა და ვანდალიზმზე, რაც ხშირად დაუსჯელი რჩება. დღეს ისე უნდა მოვიქცეთ, რომ უმცირეს სამართალდარღვევასაც კი პატიმრობა მოჰყვეს, რათა ყველამ გააცნობიეროს: უმნიშვნელო დაზიანებაც კი უპასუხოდ არ დარჩება. სამართალდამცველებზე ძალადობის განმეორების შემთხვევაში კი, სასჯელის სავალდებულო მინიმალური ზღვარი უნდა დაწესდეს. არსებობს სხვა ინიციატივებიც - მათ შორის ე.წ. კაზენევ-პეირეს კანონი, რომელსაც ამჟამად განიხილავენ. დროა, ეს კანონი მიიღონ და მისი აღსრულება დაიწყონ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…