პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი: ევროკომისია პოლონეთში ტუსკის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას მხარდაჭერას უცხადებს და პოლონეთის კონსტიტუციის საკუთარ ინტერპრეტაციას გვთავაზობს

ევროპარლამენტარები ტიერი მარიანი და ჰერმან ტერში ევროკომისიას პოლონეთის შიდა საქმეებში ჩარევასა და დონალდ ტუსკის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. პოლონეთში კრიზისი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე კონტროლის მოსაპოვებლად დაწყებულ ბრძოლას უკავშირდება.

ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი: ევროკომისია პოლონეთში ტუსკის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას მხარდაჭერას უცხადებს და პოლონეთის კონსტიტუციის საკუთარ ინტერპრეტაციას გვთავაზობს
რუსთავი 2

ევროპარლამენტარ ტიერი მარიანის შეფასებით, ბრიუსელი პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას უჭერს მხარს. ევროპარლამენტარი ევროკომისიას პოლონეთის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაში ადანაშაულებს.

მარიანი მიიჩნევს, რომ ევროკომისია პოლონეთს კონსტიტუციის საკუთარ ინტერპრეტაციას სთავაზობს და ამით ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ერევა.

"დაგვიანებით, თუმცა მოულოდნელი არ არის - ევროკომისია პოლონეთში ტუსკის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას მხარდაჭერას უცხადებს და პოლონეთის კონსტიტუციის საკუთარ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. როგორც რუმინეთის შემთხვევაში, ევროკომისიის ეს მორიგი ჩარევა აჩვენებს, რომ მას მოქალაქეთა არჩევანის პატივისცემა მხოლოდ მაშინ შეუძლია, როდესაც არჩევნების შედეგი ბრიუსელის პოლიტბიუროს მორჩილი მარიონეტების ხელისუფლებაში მოსვლას უზრუნველყოფს," - წერს მარიანი.

გარდა ამისა, ევროპარლამენტარი ჰერმან ტერში აცხადებს, რომ ევროკავშირი სულ უფრო ღიად ერევა წევრი სახელმწიფოების შიდა პოლიტიკურ პროცესებში და ამ ჩარევას აღარც მალავს.

"ევროკავშირი ახლა ნიღაბს იხსნის და წევრი ქვეყნების შიდა პოლიტიკურ საქმეებში სულ უფრო აშკარა და აღმაშფოთებელ ჩარევას აღარ მალავს. ის არა მხოლოდ არ გმობს პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მიერ საკონსტიტუციო ტრიბუნალზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმას, არამედ, როგორც მოსალოდნელი იყო, ბრიუსელისა და ბერლინის მარიონეტის, ტუსკის მხარეს იკავებს და პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის წინააღმდეგ გამოდის, რომელიც კანონიერებასა და პოლონეთის სუვერენიტეტს იცავს. ეს ყველამ კარგად უნდა დავიმახსოვროთ, რადგან ესპანეთში უკვე რვა წელია, პედრო სანჩესისა და მისი მთავრობის დანაშაულების დაფარვას ცდილობენ. საფრანგეთში მათი ჩარევა გროტესკულ ხასიათს ატარებდა – საკმარისია გავიხსენოთ მარინ ლე პენის წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია, რომელიც საბოლოოდ ჩავარდა. თუმცა, ისინი კვლავ ეცდებიან ჩარევას: ესპანეთში პარტია VOX-ის, საფრანგეთში "ეროვნული გაერთიანების" და მარინ ლე პენის, ხოლო გერმანიაში პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) წინააღმდეგ. ევროკავშირში დემოკრატია დიდი ხანია მკვდარია. ახლა კი მისი გარეგნული ფორმებიც ქრება", - წერს ჰერმან ტერში.

პოლონეთში კრიზისი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე კონტროლის მოსაპოვებლად ბრძოლას უკავშირდება. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტრიბუნალის მოსამართლემ, ანა კორვინ-პიოტროსკამ, როგორც უწყებაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე მოსამართლემ, წინა ხელისუფლების დროს, "კანონისა და სამართლიანობის პარტიის" მმართველობის პერიოდში დანიშნული ტრიბუნალის თავმჯდომარე ბოგდან შვეჩკოვსკი და მისი მოადგილე ბართლომეი სოხანსკი ერთი თვით თანამდებობიდან გადააყენა და ეს სიახლე უწყების ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

30 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან მისულ პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის კორტეჟს სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ. პოლიცია ცდილობდა, საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში არც პრეზიდენტი და არც ოპოზიციური "კანონისა და სამართლიანობის პარტიის" წარმომადგენლები არ შეეშვა. შეტაკება იყო პოლიციასა და დემონსტრანტებს შორისაც. საბოლოოდ ნავროცკიმ სასამართლოს შენობაში შესვლა შეძლო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობო„ევროკომისია პოლონეთში ტუსკის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას მხარს უჭერს. ეს ცხადყოფს, რომ იგი მოქალაქეთა არჩევანს მხოლოდ იმ შემთხვევაში სცემს პატივს, თუ ხელისუფლებაში ბრიუსელის მარიონეტები მოდიან“ - ევროპარლამენტარები ევროკომისიის პოლიტიკას აკრიტიკებენ
  2. იმედინიუსისამთავრობოტიერი მარიანი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზე: რუმინეთის მსგავსად, ევროკომისიის ეს მორიგი ჩარევა ნათლად აჩვენებს, რომ ის მოქალაქეთა არჩევანს მხოლოდ მაშინ სცემს პატივს, თუ ის ისეთი მორჩილი ფიგურების არჩევამდე მიგვიყვანს, რომლებიც ბრიუსელის პოლიტბიუროს დაემორჩილებიან
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დაგვიანებით, თუმცა მოულოდნელი არ არის - ევროკომისია პოლონეთში ტუსკის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას მხარდაჭერას უცხადებს და პოლონეთის კონსტიტუციის საკუთარ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. როგორც რუმინეთის შემთხვევაში, ევროკომისიის ეს მორიგი ჩარევა აჩვენებს, რომ მას მოქალაქეთა არჩევანის პატივისცემა მხოლოდ მაშინ შეუძლია, როდესაც არჩევნების შედეგი ბრიუსელის პოლიტბიუროს მორჩილი მარიონეტების ხელისუფლებაში მოსვლას უზრუნველყოფს,“
„ევროკავშირი ახლა ნიღაბს იხსნის და წევრი ქვეყნების შიდა პოლიტიკურ საქმეებში სულ უფრო აშკარა და აღმაშფოთებელ ჩარევას აღარ მალავს. ის არა მხოლოდ არ გმობს პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მიერ საკონსტიტუციო ტრიბუნალზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმას, არამედ, როგორც მოსალოდნელი იყო, ბრიუსელისა და ბერლინის მარიონეტის, ტუსკის მხარეს იკავებს და პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის წინააღმდეგ გამოდის, რომელიც კანონიერებასა და პოლონეთის სუვერენიტეტს იცავს. ეს ყველამ კარგად უნდა დავიმახსოვროთ, რადგან ესპანეთში უკვე რვა წელია, პედრო სანჩესისა და მისი მთავრობის დანაშაულების დაფარვას ცდილობენ. საფრანგეთში მათი ჩარევა გროტესკულ ხასიათს ატარებდა – საკმარისია გავიხსენოთ მარინ ლე პენის წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია, რომელიც საბოლოოდ ჩავარდა. თუმცა, ისინი კვლავ ეცდებიან ჩარევას: ესპანეთში პარტია VOX-ის, საფრანგეთში "ეროვნული გაერთიანების" და მარინ ლე პენის, ხოლო გერმანიაში პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) წინააღმდეგ. ევროკავშირში დემოკრატია დიდი ხანია მკვდარია. ახლა კი მისი გარეგნული ფორმებიც ქრება“
ჰერმან ტერში
„(AfD) წინააღმდეგ. ევროკავშირში დემოკრატია დიდი ხანია მკვდარია. ახლა კი მისი გარეგნული ფორმებიც ქრება“
ჰერმან ტერში
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
"პატრიოტები ევროპისთვის" პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზე: შეშფოთებული და აღშფოთებული ვართ დონალდ ტუსკის მთავრობის მორიგი უკანონო და ანტიდემოკრატიული ქმედებით - პოლიცია საკონსტიტუციო სასამართლოში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შევიდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები