პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

2025 წელს ქვეყანაში მეცნიერულ კვლევებზე ₾282 მლნ ლარი დაიხარჯა | საქსტატი

საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში სამეცნიერო კვლევებსა და ექსპერიმენტულ განვითარებაზე გაწეულმა ხარჯებმა 282 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 16%-ით მეტია.

2025 წელს ქვეყანაში მეცნიერულ კვლევებზე ₾282 მლნ ლარი დაიხარჯა | საქსტატი
BM.GE

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში მეცნიერულ კვლევებს 69 დაწესებულება ახორციელებდა, რომელთა მიერ კვლევებსა და ექსპერიმენტულ განვითარებაზე წლის განმავლობაში გაწეულმა ხარჯებმა 282 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 16%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რიცხოვნობა 2%-ით გაიზარდა და 16 552 შეადგინა, რომელთაგან 14 390 მკვლევარია. მკვლევრების 55% ქალია, ხოლო 45% - კაცი. მკვლევართა 67.5% დოქტორი ან მასთან გათანაბრებულია, 30% - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული, 2.7% - ბაკალავრი.

მკვლევრების ყველაზე დიდი ნაწილი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობს,

რომელთა საერთო რიცხოვნობა 3 250 შეადგენს (22.6%). ხოლო ყველაზე მცირე ნაწილი

სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებაზე მოდის, სადაც 474 პირია დასაქმებული

(3.3%).

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურისამეცნიერო კვლევებზე 2025 წელს ₾282 მლნ დაიხარჯა, მკვლევართა 55% ქალია – საქსტატი
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
სამეცნიერო კვლევებზე 2025 წელს ₾282 მლნ დაიხარჯა, მკვლევართა 55% ქალია – საქსტატიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები