ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
იტალიური პრესის ცნობით, გიორგი ჩაკვეტაძის „უდინეზე“ მთავარი მწვრთნელის, კოსტა რუნიაიჩის გათავისუფლებას გეგმავს. გუნდმა ბოლო 8 მატჩში 7 მარცხი განიცადა, რის გამოც კლუბის ხელმძღვანელობამ მწვრთნელის მიმართ ნდობა დაკარგა.

იტალიური პრესის ინფორმაციით, დიდია ალბათობა იმისა, რომ გიორგი ჩაკვეტაძის "უდინეზემ" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გერმანელი კოსტა რუნიაიჩი გაათავისუფლოს.
55 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით "ფრიულის" ბინადრებმა ბოლო 8 მატჩში 7 მარცხი და 1 ფრე დააფიქსირეს, რის შემდეგაც, ხელმძღვანელობას გერმანელის მიმართ ნდობის მარაგი ამოეწურა.
ამჟამად "უდინეზე" სატურნირო ცხრილში ბოლოს წინა ადგილს იკავებს. თუ რუნიაიჩის გაშვება დღეს ოფიციალურად დადასტურდება, კლუბის ახალი მწვრთნელი პაოლო ზანეტი გახდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…