რატი იონათამიშვილი – ევროპაში მანიფესტაციებთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება, კანონში ცვლილება რომ შეგვქონდა, უკან გადადგმულ ნაბიჯად ნათლავდნენ, დღეს კი, დემოკრატია დასაცავი ევროპაში გახდა
რატი იონათამიშვილის მტკიცებით, ევროპელი ბიუროკრატები საქართველოში ძალადობას ახალისებდნენ, ახლა კი ეს პროცესები თავად ევროპაში ბუმერანგივით დაბრუნდა და იქ მანიფესტაციების კანონმდებლობა მკაცრდება.

წლების მანძილზე ევროპელი ბიუროკრატები საქართველოში ძალადობას ასპონსორებდნენ და აქეზებდნენ. ახლა ეს ძალადობა ევროპის ქალაქებში მიიღეს, რაც სამწუხაროა, მაგრამ კანონზომიერი. როდესაც გსურს, ძალადობას სხვაგან ქაოტური პროცესები მოჰყვეს, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი საკუთარ სახლში ბუმერანგივით გიბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
იონათამიშვილის თქმით, ამავე დროს, ამ ძალადობის მიმართ მათი დუმილი სწორედ ორმაგი სტანდარტია.
„ასეთმა უსამართლო მიდგომებმა ევროპული სტრუქტურების სანდოობასა და რეპუტაციას ძირი გამოუთხარა. სამწუხაროა, რომ დღეს ევროპულ ინსტიტუტებს ის ბიუროკრატები მართავენ, რომლებსაც ევროპულ ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვთ. ვხედავთ, რომ საფრანგეთში, იტალიაში, ევროპის სხვა ქვეყნებში მანიფესტაციებთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება. როდესაც ამ მიმართულებით კანონში ცვლილება შეგვქონდა, გვაკრიტიკებდნენ, მათ შორის ევრობიუროკრატები და ამას უკან გადადგმულ ნაბიჯად ნათლავდნენ. რა თქმა უნდა, სინამდვილეში, პირიქით, ეს დემოკრატიის დასაცავად გადადგმული ნაბიჯები იყო, თან წარმატებული ნაბიჯები. დღეს ვხედავთ, რომ დემოკრატია დასაცავი ევროპაში გახდა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ასეთმა უსამართლო მიდგომებმა ევროპული სტრუქტურების სანდოობასა და რეპუტაციას ძირი გამოუთხარა. სამწუხაროა, რომ დღეს ევროპულ ინსტიტუტებს ის ბიუროკრატები მართავენ, რომლებსაც ევროპულ ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვთ. ვხედავთ, რომ საფრანგეთში, იტალიაში, ევროპის სხვა ქვეყნებში მანიფესტაციებთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება. როდესაც ამ მიმართულებით კანონში ცვლილება შეგვქონდა, გვაკრიტიკებდნენ, მათ შორის ევრობიუროკრატები და ამას უკან გადადგმულ ნაბიჯად ნათლავდნენ. რა თქმა უნდა, სინამდვილეში, პირიქით, ეს დემოკრატიის დასაცავად გადადგმული ნაბიჯები იყო, თან წარმატებული ნაბიჯები. დღეს ვხედავთ, რომ დემოკრატია დასაცავი ევროპაში გახდა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…