ბექა ვაჭარაძე: ვამაყობთ ჩვენი ჩემპიონით. ელენე დვალმა ფოთის კრივის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა
15-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ელენე დვალმა რუსეთის წარმომადგენელი დარია ნიკიტინა დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ აღნიშნა, რომ დვალი პირველი ფოთელი გოგონაა, ვინც ევროპის ჩემპიონი გახდა.

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ფოთელ სპორტსმენს, ელენე დვალს შეხვდა და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა.
ფოთის მოკრივეთა კლუბ "ლიდერის" სპორტსმენმა ელენე დვალმა (63 კგ) 15-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსეთის წარმომადგენელი დარია ნიკიტინა დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
"ამ გამარჯვებით ელენემ ფოთის კრივის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა. ის პირველი ფოთელი გოგონაა, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
გულითადად ვულოცავ ელენეს ამ ისტორიულ გამარჯვებას! ასევე ვულოცავ კლუბ "ლიდერს", მის პირად მწვრთნელს, თემურ ოჩიგავას და ყველას, ვინც ამ წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.
ელენეს ვუსურვებ კიდევ ბევრ გამარჯვებას, ახალ ტიტულებსა და წარმატებულ სპორტულ კარიერას!
ვამაყობთ ჩვენი ჩემპიონით!" - განაცხადა შეხვედრაზე ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ამ გამარჯვებით ელენემ ფოთის კრივის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა. ის პირველი ფოთელი გოგონაა, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გულითადად ვულოცავ ელენეს ამ ისტორიულ გამარჯვებას! ასევე ვულოცავ კლუბ "ლიდერს", მის პირად მწვრთნელს, თემურ ოჩიგავას და ყველას, ვინც ამ წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. ელენეს ვუსურვებ კიდევ ბევრ გამარჯვებას, ახალ ტიტულებსა და წარმატებულ სპორტულ კარიერას! ვამაყობთ ჩვენი ჩემპიონით!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…