საქართველოს 15 წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ექვსი მედალი მოიპოვა
თურქეთში გამართულ 15 წლამდე მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ექვსი მედალი მოიპოვა. ჩემპიონი 63 კგ წონით კატეგორიაში ელენე დვალი გახდა, რომელმაც ფინალში რუს მეტოქეს 5:0 სძლია.

თურქეთმა 15 წლამდე მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვა.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 63 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი ელენე დვალი გახდა. მან ხუთივე შეხვედრა დამაჯერებლად, ანგარიშით 5:0 მოიგო. ფინალში ქართველი მოკრივე რუს მეტოქეს დაუპირისპირდა და დიდი უპირატესობით დაამარცხა.
ვიცე-ჩემპიონები გახდნენ ნინი ჭითანავა (44 კგ), ნიკოლოზ ხოფერია (42 კგ) და ზაქარია წიკლაური (66 კგ).
ბრინჯაოს მედლები ალექსი სულხანიშვილმა (40 კგ) და ნიკა ჯანჯღავამ (80 კგ) მოიპოვეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…