ირაკლი ჭეიშვილი - საზოგადოება ხედავდა, თუ რა მტკიცებულებები გვქონდა წარდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და რას პასუხობდნენ ჩვენი ქვეყნის მტრები, ვგულისხმობ, რადიკალურ ოპოზიციას
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოს საკმარისი მტკიცებულებები წარუდგინა, რათა ხუთი ოპოზიციური პარტია აიკრძალოს და პოლიტიკურ ველს ერთხელ და სამუდამოდ ჩამოშორდეს.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს პარტიები აიკრძალება, ისინი ერთხელ და სამუდამოდ მოშორდებიან პოლიტიკური ველიდან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე საკმარისზე მეტი მტკიცებულება წარადგინა იმისათვის, რომ ხუთივე პარტია აიკრძალოს.
„საზოგადოებამ კარგად ნახა, თუ რა მტკიცებულებების დასტა წარვადგინეთ იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ხუთივე პოლიტიკური პარტიის აკრძალვა მოხდეს. მე ვფიქრობ, ეს არის საკმარისზე მეტი საფუძველი იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება და ეს ხუთივე პარტია იქნას პოლიტიკური ველიდან, ასე ვთქვათ, ჩამოშორებული. სხვა საკითხია, ისინი რას ფიქრობენ და რას ამბობენ. საზოგადოება ხედავდა, თუ რა მტკიცებულებები გვქონდა წარდგენილი სასამართლოსთვის და რას პასუხობდნენ ჩვენი ქვეყნის მტრები - ვგულისხმობ, რადიკალურ ოპოზიციას“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა 9 ნოემბერს განახლდება.
ციტატები სტატიიდან
„საზოგადოებამ კარგად ნახა, თუ რა მტკიცებულებების დასტა წარვადგინეთ იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ხუთივე პოლიტიკური პარტიის აკრძალვა მოხდეს. მე ვფიქრობ, ეს არის საკმარისზე მეტი საფუძველი იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება და ეს ხუთივე პარტია იქნას პოლიტიკური ველიდან, ასე ვთქვათ, ჩამოშორებული. სხვა საკითხია, ისინი რას ფიქრობენ და რას ამბობენ. საზოგადოება ხედავდა, თუ რა მტკიცებულებები გვქონდა წარდგენილი სასამართლოსთვის და რას პასუხობდნენ ჩვენი ქვეყნის მტრები - ვგულისხმობ, რადიკალურ ოპოზიციას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…