ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სრულად იზიარებენ "ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკას და მტრობენ ქვეყანას - ირაკლი ჭეიშვილი გახარიას პარტიაზე

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელს მიმდინარე კვირას წარუდგენს, რომელსაც „გახარია საქართველოსთვის“ პარტია დაემატება. მმართველი გუნდის განცხადებით, აღნიშნული პარტია დესტრუქციულ დღის წესრიგშია და არ აღიარებს კონსტიტუციურ წყობილებას, თუმცა სარჩელის პირობებში სადეპუტატო მანდატების შეწყვეტა მოთხოვნილი არ იქნება.

სრულად იზიარებენ "ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკას და მტრობენ ქვეყანას - ირაკლი ჭეიშვილი გახარიას პარტიაზე
სრულად იზიარებენ "ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკას და მტრობენ ქვეყანას - ირაკლი ჭეიშვილი გახარიას პარტიაზერუსთავი 2

საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომელიც პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს, "გახარია საქართველოსთვის" დაემატება. "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელს მიმდინარე კვირას წარუდგენს. საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელეს. სარჩელის პირობებში არ იქნება მოთხოვნილი სადეპუტატო მანდატების შეწყვეტა.

მმართველ გუნდში გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავენ და აცხადებენ, რომ პარტიას აქვს დესტრუქციული დღის წესრიგი, ვერ გამოდის საბოტაჟის რეჟიმიდან და არ აღიარებს კონსტიტუციურ წყობილებას.

"დავობდნენ პარლამენტში შემოსვლას, ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მიგვეცა შანსი, რათა ეღიარებინათ კონსტიტუციური წყობილება. თავიდან ბოლომდე ხედავთ მათ რიტორიკას, თავიდან ბოლომდე იზიარებენ "ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკას, მტრობენ ქვეყანას.

რა თქმა უნდა, ჩვენ შანსი მივეცით, რომ კონსტიტუციური წყობილება ეღიარებინათ და პატივი ეცათ იმ ინსტიტუტებზე, რომლის საშუალებითაც ისინი მოხვდნენ საქართველოს პარლამენტში, შესაბამისად, ჩვენ ამ პროცესს თვალს ვადევნებდით. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივმართოთ მომდევნო კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს", - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რიტორიკას, მტრობენ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ჩვენ შანსი მივეცით, რომ კონსტიტუციური წყობილება ეღიარებინათ და პატივი ეცათ იმ ინსტიტუტებზე, რომლის საშუალებითაც ისინი მოხვდნენ საქართველოს პარლამენტში, შესაბამისად, ჩვენ ამ პროცესს თვალს ვადევნებდით. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივმართოთ მომდევნო კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს“
ირაკლი ჭეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"თუ განვიხილავთ ანტიკონსტიტუციურ პარტიებს, ალბათ, გახარიას პარტია, თავისი მოქმედებებით, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იყო" - ნინო წილოსანიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები