28 ნოემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით საჯარო მიმართვა გავრცელდა
28 ნოემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე საჯარო მიმართვა გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის ევროპულ კურსს უღალატა და მოქალაქეებს ბრძოლის გასაგრძელებლად ერთიანობისკენ მოუწოდებენ.

28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საჯარო მიმართვა წაიკითხეს.
როგორც ბაჩო ქაჯაიამ თქვა, „28 ნოემბერს გადის წინააღმდეგობის ორი წელიწადი” –
განცხადებას გთავაზობთ უცვლელად.
„ორი წლის წინ, 28 ნოემბერს, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ქუჩაში გამოვედით, რადგან საფრთხე დაემუქრა საქართველოს ევროპულ მომავალს, მის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას.
28 ნოემბერს გადის წინააღმდეგობის ორი წელიწადი.
ათიათასობით ადამიანი, რომელიც შეუპოვრად იბრძოდა და იბრძვის, სცემეს, აწამეს, დააჯარიმეს, დაიჭირეს, გაათავისუფლეს სამსახურებიდან კონსტიტუციის დაცვისთვის, გააქციეს ქვეყნიდან…
მაგრამ ვერ გატეხეს, ვერ შეაგუეს.
28 ნოემბერს სრულდება ორი წელი და ჩვენს ერთად დგომას ბევრად მეტი საფუძველი აქვს ახლა, ვიდრე ჰქონდა მაშინ.
რადგან ღირსება და თავისუფლება არის ჩვენი ურყევი ნება, არჩევანი, რომელიც არ შეიცვლება, ზეწოლის და ძალადობის მიუხედავად.
ორი წელი ძალიან დიდი დროა ოჯახისთვის, რომელიც ელოდება პატიმარ შვილს, პატიმარ მამას… დედას.
დიდი დროა იმისთვის, რომ ყოველდღე ერთსა და იმავე კითხვას უსვამდე საკუთარ თავს: კიდევ რამდენ ხანს? როდემდე?
და უყოყმანოდ პასუხობდე: ბოლომდე! გამარჯვებამდე!
რა არის გამარჯვება? მშვიდობიანი და განვითარებული საქართველო.
დიახ, ჩვენ ვდგავართ, რომ არ იყოს ომი, რადგან ომს იწვევს დაყოფილი, უძლური, არათავისუფალი საზოგადოება.
რა არის გამარჯვება? ქვეყნიდან რომ არ გიწევს წასვლა ოჯახის გადასარჩენად, სამკურნალოდ, სამართლის საპოვნელად, ხარისხიანი განათლების მისაღებად… რომ არ უნდა გადასახლდე… და ამის შემდეგ ხმის უფლებას რომ არ გართმევს შენი სახელმწიფო.
სამართლიან, მშვიდობიან, ევროპულ საქართველოში მათი დაბრუნება არის გამარჯვება.
და მანამდე – გამარჯვებამდე ვაგრძელებთ წინააღმდეგობას არ ვივიწყებთ კონსტიტუციის და სინდისის ერთგულებისთვის რეპრესირებულ მოქალაქეებს. თითოეულის უკან დგას ოჯახი, შეჩერებული და გამწარებული ცხოვრება.
„ქართულმა ოცნებამ“ დადასტურებულად უღალატა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზას, რომელიც თავად ასახა კონსტიტუციაში, უღალატა საკუთარ თავს და ამომრჩეველს.
28 ნოემბერს გამოსვლა იყო საყოველთაო. გამოვიდა ყველა, რადგან საფრთხე ეროვნულია, მათ ისტორიული გზიდან გადაუხვიეს.
უღალატეს არა მხოლოდ თანამედროვე საქართველოს, არამედ წინაპრების გზას. ამიტომ 28 ნოემბერი ვერ იქნება მხოლოდ პარტიული.
ასევე არ შეიძლება იმის არდანახვა, რომ ორ წელზე მეტია, კლავენ პოლიტიკურ ცხოვრებას, კრძალავენ პარტიებს, იჭერენ პოლიტიკოსებს, აძევებენ სამშობლოდან და ამით კლავენ არჩევანის თავისუფლებას.
ამიტომ არის უცვლელი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნაც.
ამიტომ 28 ნოემბერს გამოვდივართ ყველა, რომ ისევ ვაჩვენოთ ერთობა, სიმტკიცე ერთმანეთისა და ქვეყნის უღალატობა.
მადლობა ბრძოლისთვის მათ, ვინც ყოველდღე დგახართ,
მაგრამ მადლობა მათაც, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ ქვეყანა მიდიოდა სწორი გზით, მაგრამ თუნდაც გუშინ დარწმუნდა, რომ ასე არ არის და ხვალ გამოვა და დადგება სამართლიანობის და ნათელი მომავლის დასაცავად…
შიშის, უხერხულობის, უიმედობის მტკიცე პასუხად.
28 ნოემბერს ვიკრიბებით და ვაერთიანებთ მთელ საქართველოს: , ახალციხეს, ბათუმს, გორს, ზუგდიდს, თელავს, ქუთაისს ჩხოროწყუს…
ემიგრაციას, რომელსაც ვერავინ დააშორებს და დაავიწყებს სამშობლოს!
ვაერთიანებთ ოკუპაციით გაყოფილ ოჯახებს, საკუთარ სახლებს მოწყვეტილ ადამიანებს, მებრძოლებს, ვინც შეეწირა და ახლაც ეწირება რუსეთის აგრესიას…
ერთი შეკრება შეიძლება არ აღმოჩნდეს გადამწყვეტი, მაგრამ აუცილებლად იქნება გადამწყვეტი ცვლილების მომტანი.
დაგვაახლოებს იმ მოულოდნელ წუთს, რომელიც დაასრულებს უსამართლო რეჟიმის და დააბრუნებს საქართველოს განვითარების გზაზე.
კიდევ ერთხელ და ბოლომდე, სადამდეც საჭირო იქნება,
ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ არ ვნებდებით! არ ვეგუებით!
და გვაქვს პასუხისმგებლობა ერთმანეთის წინაშე, რომელიც ვერავითარმა დაყოფამ, განსხვავებამ თუ უთანხმოებამ ვერ უნდა დაგვავიწყოს.
არ ვტოვებთ განსაცდელში ერთმანეთს და საქართველოს! ბოლომდე – გამარჯვებამდე!” – ნათქვამია მიმართვაში.
ციტატები სტატიიდან
„დადასტურებულად უღალატა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზას, რომელიც თავად ასახა კონსტიტუციაში, უღალატა საკუთარ თავს და ამომრჩეველს. 28 ნოემბერს გამოსვლა იყო საყოველთაო. გამოვიდა ყველა, რადგან საფრთხე ეროვნულია, მათ ისტორიული გზიდან გადაუხვიეს. უღალატეს არა მხოლოდ თანამედროვე საქართველოს, არამედ წინაპრების გზას. ამიტომ 28 ნოემბერი ვერ იქნება მხოლოდ პარტიული. ასევე არ შეიძლება იმის არდანახვა, რომ ორ წელზე მეტია, კლავენ პოლიტიკურ ცხოვრებას, კრძალავენ პარტიებს, იჭერენ პოლიტიკოსებს, აძევებენ სამშობლოდან და ამით კლავენ არჩევანის თავისუფლებას. ამიტომ არის უცვლელი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნაც. ამიტომ 28 ნოემბერს გამოვდივართ ყველა, რომ ისევ ვაჩვენოთ ერთობა, სიმტკიცე ერთმანეთისა და ქვეყნის უღალატობა. მადლობა ბრძოლისთვის მათ, ვინც ყოველდღე დგახართ, მაგრამ მადლობა მათაც, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ ქვეყანა მიდიოდა სწორი გზით, მაგრამ თუნდაც გუშინ დარწმუნდა, რომ ასე არ არის და ხვალ გამოვა და დადგება სამართლიანობის და ნათელი მომავლის დასაცავად… შიშის, უხერხულობის, უიმედობის მტკიცე პასუხად. 28 ნოემბერს ვიკრიბებით და ვაერთიანებთ მთელ საქართველოს: , ახალციხეს, ბათუმს, გორს, ზუგდიდს, თელავს, ქუთაისს ჩხოროწყუს… ემიგრაციას, რომელსაც ვერავინ დააშორებს და დაავიწყებს სამშობლოს! ვაერთიანებთ ოკუპაციით გაყოფილ ოჯახებს, საკუთარ სახლებს მოწყვეტილ ადამიანებს, მებრძოლებს, ვინც შეეწირა და ახლაც ეწირება რუსეთის აგრესიას… ერთი შეკრება შეიძლება არ აღმოჩნდეს გადამწყვეტი, მაგრამ აუცილებლად იქნება გადამწყვეტი ცვლილების მომტანი. დაგვაახლოებს იმ მოულოდნელ წუთს, რომელიც დაასრულებს უსამართლო რეჟიმის და დააბრუნებს საქართველოს განვითარების გზაზე. კიდევ ერთხელ და ბოლომდე, სადამდეც საჭირო იქნება, ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ არ ვნებდებით! არ ვეგუებით! და გვაქვს პასუხისმგებლობა ერთმანეთის წინაშე, რომელიც ვერავითარმა დაყოფამ, განსხვავებამ თუ უთანხმოებამ ვერ უნდა დაგვავიწყოს. არ ვტოვებთ განსაცდელში ერთმანეთს და საქართველოს! ბოლომდე – გამარჯვებამდე!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…