პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთი "ოცნების" პოლიტიკით კმაყოფილია - მორიგი ქება მოსკოვიდან

ქართული ოცნება

ОДКБ-ს ყოფილი გენერალური მდივანი ნიკოლაი ბორდიუჟა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას იწონებს და აცხადებს, რომ „ქართველებმა მეორე ფრონტის გახსნაზე უარი თქვეს“, ევროკავშირს კი საქართველო არ სჭირდება.

რუსეთი "ოცნების" პოლიტიკით კმაყოფილია - მორიგი ქება მოსკოვიდან
TV პირველი

რუსეთიდან „ქართული ოცნების“ მისამართით მორიგი ქება ისმის. ამჯერად საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის, ОДКБ-ს ყოფილი გენერალური მდივანი ნიკოლაი ბორდიუჟა იწონებს.

ბორდიუჟა ამტკიცებს, რომ ევროკავშირს არც საქართველო სჭირდება და არც უკრაინა, დასავლეთი კი ორივე ქვეყანას მხოლოდ ფუჭ დაპირებებს აძლევს. მისი შეფასებით, უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებამ „გონივრული გადაწყვეტილება“ მიიღო, როდესაც დასავლეთის მოწოდებებს არ გაჰყვა და რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაზე უარი თქვა.

„ჩემი აზრით, ქართველები ძალიან ბრძენი ხალხია. მათ გაიგეს, საით მიჰყავდათ და როგორ იყენებდნენ. უკრაინამ ეს ვერ გაიგო, ქართველებმა კი გაიგეს. მათ მეორე ფრონტის გახსნა შესთავაზეს, როდესაც სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, მაგრამ უარი თქვეს. მიხვდნენ, რომ მათი გამოყენებაც უბრალოდ საზარბაზნე ხორცად სურდათ და ამას ძალიან გონივრულად აარიდეს თავი.

ევროკავშირს საქართველოს საკუთარ შემადგენლობაში მიღება სურს? ძალიან მეეჭვება. ამ თემით თამაში შეიძლება, დაპირებების გაცემაც შეიძლება, რასაც აკეთებენ კიდეც. ევროპას საქართველო ევროკავშირში საერთოდ არ სჭირდება, უკრაინა კი - მით უმეტეს“, - განაცხადა ნიკოლაი ბორდიუჟამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩემი აზრით, ქართველები ძალიან ბრძენი ხალხია. მათ გაიგეს, საით მიჰყავდათ და როგორ იყენებდნენ. უკრაინამ ეს ვერ გაიგო, ქართველებმა კი გაიგეს. მათ მეორე ფრონტის გახსნა შესთავაზეს, როდესაც სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, მაგრამ უარი თქვეს. მიხვდნენ, რომ მათი გამოყენებაც უბრალოდ საზარბაზნე ხორცად სურდათ და ამას ძალიან გონივრულად აარიდეს თავი. ევროკავშირს საქართველოს საკუთარ შემადგენლობაში მიღება სურს? ძალიან მეეჭვება. ამ თემით თამაში შეიძლება, დაპირებების გაცემაც შეიძლება, რასაც აკეთებენ კიდეც. ევროპას საქართველო ევროკავშირში საერთოდ არ სჭირდება, უკრაინა კი - მით უმეტეს“
ნიკოლაი ბორდიუჟა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ლევან მაჭავარიანი - ბრიუსელი არის გაბუტვის რეჟიმში, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველომ უარი განაცხადა პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე და მეორე ფრონტის გახსნაზე, შესაბამისად, მათ მოუწევთ, გადახედონ თავიანთ მიდგომასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები