დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ შუალედურ არჩევნებში „დემოკრატები“ გაიმარჯვებენ, შესაძლოა, „მისტერ ვეტო“ გახდეს
დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ შუალედურ არჩევნებში „დემოკრატები“ უმრავლესობას მოიპოვებენ, შესაძლოა „მისტერ ვეტოდ“ გადაქცევა მოუწიოს. მისი თქმით, იგი კანონპროექტებს ვეტოს დაადებს, რის შემდეგაც ოპონენტები შეთანხმების დასადებად მოვლენ.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა „მისტერ ვეტოდ“ გადაქცევა მოუწიოს, თუ სამშაბათს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში „დემოკრატები“ უმრავლესობას მოიპოვებენ.
„ისინი კანონპროექტებს გამოაგზავნიან, შენ კი ვეტოს დაადებ. საბოლოო ჯამში, მას შემდეგ, რაც ერთი-ორი თვის განმავლობაში ყველაფერს ვეტო დაედება - რაც, მოგეხსენებათ, უბრალოდ დროის ფუჭი კარგვაა - ისინი მოვლენ და შეთანხმებას დადებენ“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის პოსტზე „სიამოვნებით იყრიდა კვლავ კენჭს, ამის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, თუმცა [კონსტიტუციის] ფორმულირება ძალიან მკაცრია“.
ცნობისთვის, აშშ-ის კონსტიტუციის 22-ე შესწორების თანახმად, პრეზიდენტს ორზე მეტი ვადით არჩევის უფლება არ აქვს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაციტატები სტატიიდან
„ისინი კანონპროექტებს გამოაგზავნიან, შენ კი ვეტოს დაადებ. საბოლოო ჯამში, მას შემდეგ, რაც ერთი-ორი თვის განმავლობაში ყველაფერს ვეტო დაედება - რაც, მოგეხსენებათ, უბრალოდ დროის ფუჭი კარგვაა - ისინი მოვლენ და შეთანხმებას დადებენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…