პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რა მექანიზმებს იყენებს ბრიუსელის ევრობიუროკრატია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროკავშირის გრანტები პირდაპირ ან ირიბად არ მოხმარდეს საჯარო დემონსტრაციებისას ძალადობრივი ქმედებების მხარდაჭერას - „იმედის კვირამ“ კითხვებით ევროკომისიას 29 ოქტომბერს მიმართა, პასუხი ამ დრომდე არ მიუღია

„იმედის კვირამ“ ევროკომისიას მიმართა კითხვით, მოხმარდა თუ არა ევროკავშირის გრანტები საქართველოში აქციებისთვის დამცავი აღჭურვილობისა და პიროტექნიკის შეძენას, რაზეც გადაცემის ცნობით, პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

რა მექანიზმებს იყენებს ბრიუსელის ევრობიუროკრატია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროკავშირის გრანტები პირდაპირ ან ირიბად არ მოხმარდეს საჯარო დემონსტრაციებისას ძალადობრივი ქმედებების მხარდაჭერას - „იმედის კვირამ“ კითხვებით ევროკომისიას 29 ოქტომბერს მიმართა, პასუხი ამ დრომდე არ მიუღია
იმედინიუსი

რა მექანიზმებს იყენებს ბრიუსელის ევრობიუროკრატია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროკავშირის გრანტები პირდაპირ ან ირიბად არ მოხმარდეს საჯარო დემონსტრაციებისას ძალადობრივი ქმედებების მხარდაჭერას, ორგანიზებას ან ხელშეწყობას, როგორც ეს საქართველოში მოხდა, - „იმედის კვირამ“ 29 ოქტომბერს კითხვებით ევროკომისიას მიმართა.

„იმედის კვირა“ ასევე დაინტერესდა, გადაამოწმა თუ არა ევროკომისიამ, დაფინანსდა თუ არა პირდაპირ ან ირიბად ევროკავშირის გრანტებით საქართველოში ბოლო წლებში რადიკალური აქციებისთვის პიროტექნიკის, ნიღბების და სხვა იმ საშუალებების შეძენა, რომელიც გამიზნული იყო ექსტრემისტულ აქციებზე სამართალდამცველების და ასევე, საზოგადოებრივი ქონების დაზიანებისთვის.

კერძოდ, „იმედი კვირამ“ ქართული ორგანიზაციებისა და დამცავი აღჭურვილობის შესყიდვასთან დაკავშირებით ევროკომისიას ჰკითხა:

„საქართველოში რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაციამ, მათ შორის „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) და „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ (GDI), დაადასტურა ისეთი დამცავი აღჭურვილობის შეძენა, როგორიცაა პირბადეები, დამცავი სათვალეები და აირწინაღები. ორგანიზაციების განმარტებით, ეს ნივთები განკუთვნილი იყო მონიტორების, დამკვირვებლებისა და მოქალაქეების დასაცავად აქციების დროს ცრემლსადენი გაზისა და სხვა სპეციალური საშუალებების ზემოქმედებისგან. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა თამთა მიქელაძემაც დაადასტურა, რომ ორგანიზაციამ თანამშრომელი ქალების დასაცავად შეიძინა წიწაკის სპრეი, ხოლო აქციებზე მომუშავე თანამშრომლებისთვის — რესპირატორები და დამცავი სათვალეები. გადაამოწმა თუ არა ევროკომისიამ, დაფინანსდა თუ არა ამ შესყიდვებიდან რომელიმე პირდაპირ ან ირიბად ევროკავშირის გრანტებით? გამოძიების ვერსიით საგრანტო თანხები ასევე გამოიყენებოდა პიროტექნიკის შესაძენად, რომელიც გამიზნული იყო ექსტრემისტულ აქციებზე სამართალდამცველების და ასევე, საზოგადოებრივი ქონების დაზიანებისთვის."

„იმედის კვირას“ კითხვებზე პასუხები ამ დრომდე არ მიუღია.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რატი იონათამიშვილი – ევრობიუროკრატები, რომლებიც დღეს ევროკომისიას მართავენ, როგორც ჩანს, თვითონ გამოდიან ევროპის წინააღმდეგწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები