პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჯვრისწერა 80 წლის ასაკში, ქორწინებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ - "კურიერი P.S."-ის რეპორტაჟი გურიიდან

ჩოხატაურის სოფელ იანეულში მცხოვრებმა გოგი და თამილა ცინცაძეებმა ქორწინების 50 წლისთავზე, თითქმის 80 წლის ასაკში, ჯვარი დაიწერეს.

ამბობენ, დრო ყველაფერს ცვლის, თუმცა არსებობს ურთიერთობები, რომლებსაც წლები კიდევ უფრო ამყარებს. გოგი და თამილა ცინცაძეების შემთხვევაში ამის დასადასტურებლად ნახევარი საუკუნე საკმარისი აღმოჩნდა. ქორწინების 50 წლისთავზე, თითქმის 80 წლის ასაკში, მეუღლეებმა ჯვრის დაწერა გადაწყვიტეს.

მათი სიყვარულის ისტორია 5 ათწლეულს, უამრავ საერთო მოგონებასა და არაერთ ცხოვრებისეულ განსაცდელს ითვლის. როგორია ურთიერთობა ნახევარი საუკუნის შემდეგ, რაზე კამათობენ, როგორ ახერხებენ შერიგებას და რა არის ხანგრძლივი ქორწინების საიდუმლო? - "კურიერი P.S." გურიაში, სოფელ იანეულში იმყოფებოდა, სადაც დარწმუნდა, რომ სიყვარულს არც ასაკი აქვს და არც ხანდაზმულობის ვადა.

ნახევარი საუკუნის შემდეგ ისინი კვლავ ერთად დგანან ღვთის წინაშე - სიყვარულისა და ერთგულების კიდევ ერთხელ დასადასტურებლად. საგალობლების ფონზე გოგი და თამილა ჯვარს იწერენ. მღვდლის ლოცვა-კურთხევით სრულდება ცერემონია, რომელსაც ორივე განსაკუთრებული ემოციით ხვდება. ტაძარში საზეიმო განწყობაა.

ჩოხატაურის რაიონის სოფელ იანეულში ცინცაძეების ოჯახში ზეიმია. აქ მათი ცხოვრების ამბები ინახება - პირველი შეხვედრიდან დღემდე. ძველ ემოციებს ახალი შეგრძნებები ემატება.

ერთად განვლილ გზაზე სირთულეებიც იყო. გოგისთვის ყველაზე მძიმე განსაცდელი მხედველობის დაკარგვა აღმოჩნდა, თუმცა ამ რთულ პერიოდშიც მის გვერდით იყო ადამიანი, რომლის ერთგულების იმედი ყოველთვის ჰქონდა. განსაცდელს არ შეუცვლია მათი ცხოვრების წესი, არც სცენას ჩამოშორებია და არც ოჯახის საქმეებისთვის დაუნებებია თავი. და როგორც ყველა ოჯახში, აქაც ხშირად არის კამათი, სადაც ბოლოს აუცილებლად სიყვარული იმარჯვებს.

წლებმა ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ ვერაფერი დააკლო მათ სიყვარულს. დღესაც ერთმანეთში პოულობენ იმ სითბოსა და სიმშვიდეს, რომელმაც მთელი ცხოვრება ერთად გაეტარებინათ.

ერთად განვლილი ნახევარი საუკუნის შემდეგაც მათთვის ყველაზე ძვირფასი ისევ ერთმანეთია. ალბათ, სიყვარულიც სწორედ ეს არის, როცა წლების მიუხედავად, ცხოვრების გაგრძელება კვლავ მხოლოდ ერთად გინდა.

ავტორი: ანა გიუნტერი

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
„აი, ფაქტი": რა შემოსავალი აქვს ნინო წილოსანს? (ვიდეო)წაიკითხე

უახლესი ამბები