ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გია აბაშიძე: „რადიკალური ოპოზიციისთვის „სანქცირებული რუსული გემები“ უკვე რიტუალურ მოჩვენებებად იქცა - არც

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს სანქცირებული რუსული გემების მიმოსვლაზე და აცხადებს, რომ ეს ტყუილია. მისი თქმით, ოპოზიციის ვერსიებს აცამტვერებს საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობა, კერძოდ ნატოს MARCOM-ის მობილური საწვრთნელი ჯგუფის ვიზიტი და პენტაგონის წარმომადგენლებთან შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში.

გია აბაშიძე: „რადიკალური ოპოზიციისთვის „სანქცირებული რუსული გემები“ უკვე რიტუალურ მოჩვენებებად იქცა - არც
გია აბაშიძე: „რადიკალური ოპოზიციისთვის „სანქცირებული რუსული გემები“ უკვე რიტუალურ მოჩვენებებად იქცა - არცPOSTV

რადიკალური ოპოზიციისთვის საქართველოს მიერ კონტროლირებად აკვატორიაში „სანქცირებული რუსული გემების“ მიმოსვლა უკვე რიტუალური მოჩვენებებია – არც გემი სჭირდებათ, არც მტკიცებულება. მთავარია, ბოროტი ტყუილი ხშირად იმეორონ და საკუთარი მანქურთული ფანტაზია ფაქტად გაასაღონ“, – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, „რუბლოვნა-რუბლოვიჩების“ ნაცკლასტერის ვერსიებს მორიგ ჯერზე აცამტვერებს საქართველოსა და NATO-ს თანამშრომლობის განვითარების სხვადასხვა ასპექტი.

„რადიკალური ოპოზიციისთვის საქართველოს მიერ კონტროლირებად აკვატორიაში „სანქცირებული რუსული გემების“ მიმოსვლა უკვე რიტუალური მოჩვენებებია — არც გემი სჭირდებათ, არც მტკიცებულება. მთავარია, ბოროტი ტყუილი ხშირად იმეორონ და საკუთარი მანქურთული ფანტაზია ფაქტად გაასაღონ.

„რუბლოვნა-რუბლოვიჩების“ ნაცკლასტერის ვერსიებს მორიგ ჯერზე აცამტვერებს საქართველოსა და NATO-ს თანამშრომლობის განვითარების სხვადასხვა ასპექტი.

NATO-ს MARCOM-ის მობილური საწვრთნელი ჯგუფი საქართველოშია და სანაპირო დაცვის ცენტრში ჩატარდა სწავლება საზღვაო ოპერაციების უსაფრთხოებაზე, ნავსადგურების დაცვასა და კრიტიკული წყალქვეშა ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებაზე.

ანუ ნაცჩლუნგების ლოგიკით, NATO აძლიერებს საქართველოს ე.წ. „პრორუსული” მთავრობის სანაპირო დაცვას, რომ უკეთ „მოემსახუროს” სანქცირებულ საზღვაო ხომალდებს?

და თუ ეს მათი ლოგიკაა, მაშინ იმავე ლოგიკით უნდა ავხსნათ ისიც, რომ ახლახან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში პენტაგონის ევროპული სარდლობის (USEUCOM) და თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს (DSCA) წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და ქართულ მხარესთან განიხილეს აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამით (FMF) და სხვა წყაროებით საქართველოსთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების განხორციელების საკითხები.

ესეც ე.წ. „რუსული ოცნების“ მხარდაჭერაა. არა?“ – წერს აბაშიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გია აბაშიძე: ვერც „საიდუმლო სერობებით" და ვერც უსამშობლო სუბიექტებისთვის მეტი გრანტის გამოყოფით ევროკრატია სასურველ შედეგს აქ ვერ მიაღწევს, უბრალოდ, ფართხალებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები