გია აბაშიძე: რადიკალური ოპოზიციისთვის "სანქცირებული რუსული გემები" უკვე რიტუალურ მოჩვენებებად იქცა. "რუბლოვნა-რუბლოვიჩების" ნაცკლასტერის ვერსიებს აცამტვერებს საქართველოსა და NATO-ს თანამშრომლობის განვითარების სხვადასხვა ასპექტი
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება რადიკალური ოპოზიციის ბრალდებებს საქართველოს აკვატორიაში სანქცირებული რუსული გემების მიმოსვლის შესახებ და მათ „რიტუალურ მოჩვენებებსა“ და „ბოროტ ტყუილს“ უწოდებს. მისი თქმით, ამ ვერსიებს აქარწყლებს საქართველო-ნატოს თანამშრომლობა და ნატოს MARCOM-ის მობილური საწვრთნელი ჯგუფის ვიზიტი საქართველოში, ასევე აშშ-ის თავდაცვის წარმომადგენლებთან შეხვედრები.

"რადიკალური ოპოზიციისთვის საქართველოს მიერ კონტროლირებად აკვატორიაში "სანქცირებული რუსული გემების" მიმოსვლა უკვე რიტუალური მოჩვენებებია - არც გემი სჭირდებათ, არც მტკიცებულება. მთავარია, ბოროტი ტყუილი ხშირად იმეორონ და საკუთარი მანქურთული ფანტაზია ფაქტად გაასაღონ", - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, "რუბლოვნა-რუბლოვიჩების" ნაცკლასტერის ვერსიებს მორიგ ჯერზე აცამტვერებს საქართველოსა და NATO-ს თანამშრომლობის განვითარების სხვადასხვა ასპექტი.
"რადიკალური ოპოზიციისთვის საქართველოს მიერ კონტროლირებად აკვატორიაში "სანქცირებული რუსული გემების: მიმოსვლა უკვე რიტუალური მოჩვენებებია - არც გემი სჭირდებათ, არც მტკიცებულება. მთავარია, ბოროტი ტყუილი ხშირად იმეორონ და საკუთარი მანქურთული ფანტაზია ფაქტად გაასაღონ.
"რუბლოვნა-რუბლოვიჩების" ნაცკლასტერის ვერსიებს მორიგ ჯერზე აცამტვერებს საქართველოსა და NATO-ს თანამშრომლობის განვითარების სხვადასხვა ასპექტი.
NATO-ს MARCOM-ის მობილური საწვრთნელი ჯგუფი საქართველოშია და სანაპირო დაცვის ცენტრში ჩატარდა სწავლება საზღვაო ოპერაციების უსაფრთხოებაზე, ნავსადგურების დაცვასა და კრიტიკული წყალქვეშა ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებაზე.
ანუ ნაცჩლუნგების ლოგიკით, NATO აძლიერებს საქართველოს ე.წ. პრორუსული მთავრობის სანაპირო დაცვას, რომ უკეთ "მოემსახუროს" სანქცირებულ საზღვაო ხომალდებს?
და თუ ეს მათი ლოგიკაა, მაშინ იმავე ლოგიკით უნდა ავხსნათ ისიც, რომ ახლახან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში პენტაგონის ევროპული სარდლობის (USEUCOM) და თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს (DSCA) წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და ქართულ მხარესთან განიხილეს აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამით (FMF) და სხვა წყაროებით საქართველოსთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების განხორციელების საკითხები.
ესეც ე.წ. რუსული ოცნების მხარდაჭერაა. არა?" - წერს აბაშიძე.
ციტატები სტატიიდან
„მიმოსვლა უკვე რიტუალური მოჩვენებებია - არც გემი სჭირდებათ, არც მტკიცებულება. მთავარია, ბოროტი ტყუილი ხშირად იმეორონ და საკუთარი მანქურთული ფანტაზია ფაქტად გაასაღონ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.