პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სააკაშვილის სიკვდილის ესკადრონი - როინ შავაძის ტრაგიკული ისტორია „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ტელეიმედი

„იმედის კვირის“ წამყვან ირაკლი ჩიხლაძის განცხადებით, სააკაშვილის რეჟიმმა სამშობლოს უღალატა და ომიდან დაბრუნებული სერჟანტი როინ შავაძე დახვრიტა. მისივე თქმით, შავაძის მეუღლეს საქმის დავიწყების სანაცვლოდ ფულს სთავაზობდნენ, დუმილს აიძულებდნენ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

სააკაშვილის სიკვდილის ესკადრონი - როინ შავაძის ტრაგიკული ისტორია „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
იმედინიუსი

რთულად გასააზრებელი და დასაჯერებელია, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობდით ქვეყანაში, რომლის ხელისუფალიც ხვრეტდა საქართველოს ჯარის კაცებს! - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ როინ შავაძის საქმეზე მომზადებული საავტორო რეპორტაჟის წარდგენისას.

მან აღნიშნა, რომ გმირებს არ ხოცავს სახელმწიფო, რომლის დასაცავადაც ისინი სიცოცხლის ფასად იბრძვიან.

„კაცი, რომელიც მტერმა ვერ მოკლა, საკუთარმა ხელისუფლებამ დახვრიტა! ოკუპანტთან ბრძოლაში გადარჩენილი, სახლში დაბრუნებული სერჟანტის ტრაგიკული ისტორია მოსაყოლადაც განსაკუთრებულად მძიმეა.

სააკაშვილის სამარცხვინო აღიარება მოვისმინეთ - ის, რაც შავაძეზე თქვა, არის სამშობლოს ღალატი. მისმა რეჟიმმა ქვეყანას მოუკლა ჯარისკაცი.

გმირებს არ ხოცავს სახელმწიფო, რომლის დასაცავადაც ისინი სიცოცხლის ფასად იბრძვიან, მაგრამ სააკაშვილის მმართველობის დროს ჩვენ არ გვქონდა სახელმწიფო, მთელი ქვეყანა იყო სააკაშვილის რეჟიმის ტყვეობაში.

საამაყოა, როდესაც სამშობლოს დამცველი ჯარისკაცი ბრძოლის ველზე, მტრის ტყვიას ეწირება. მაგრამ, რა სახელი უნდა დავარქვათ, დავარქვათ თუ არა სამშობლოს ღალატი სააკაშვილის ხელისუფლების საქციელს - ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცისთვის მადლობის ნაცვლად გაიმეტო 40 ტყვია.

თქვენ ახლა როინ შავაძის მეუღლეს მოუსმენთ და ზუსტად ვიცი, რომ ქალბატონი ციცინოს სახე არასოდეს დაგავიწყდებათ. შეხედეთ მის თვალებს, მის გამომეტყველებას. მის სახეზე იკითხება ტკივილი, უსამართლობა, მრავალწლიანი ბრძოლა, რომელიც ერთი წუთითაც კი არ შეუწყვეტია, არ დაღლილა. მას სააკაშვილის რეჟიმი დახვრეტით ემუქრებოდა, მისი მეუღლის საქმის დავიწყების სანაცვლოდ ფულს სთავაზობდა, დუმილს აიძულებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა...

გმირობა მხოლოდ ბრძოლის ველზე წასვლა არ არის. გმირობაა ისიც, რომ წლების განმავლობაში არ დანებდე, არ წაგართვან საკუთარი ღირსება, არ დათანხდე დუმილს, არ დაიღალო და გააგრძელო ბრძოლა მაშინაც კი, როდესაც ამისთვის ენერგია და ჯანმრთელობაც აღარ გიწყობს ხელს ...

ჩემთვის როინ შავაძის მეუღლეც გმირია. არავის სჭირდება გმირების მხოლოდ სიტყვიერად განდიდება. ჩვენ გვჭირდებოდა სახელმწიფო და როგორც იქნა, გვაქვს, რომელიც საკუთარ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზეც და ომიდან დაბრუნების შემდეგაც დაიცავს. ტყვიის ნაცვლად მთელი ცხოვრება მისი გმირობით იქნება მადლიერი და არა თუ ჯარისკაცს, მის ოჯახსაც არ მიატოვებს...

2012 წელს საქართველო გადარჩა. ვინ იცის, რომ არა ისტორიუული არჩევნები და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ქველმოქმედება, რამდენი როინ შავაძე, რამდენი დავით ცინდელიანი და პაატა ქარდავა ეყოლებოდა სააკაშვილს დახვრეტილი. რთულად გასააზრებელი და დასაჯერებელია, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობდით ქვეყანაში, რომლის ხელისუფალიც ხვრეტდა საქართველოს ჯარის კაცებს!“, - განაცხადა ირაკლი ჩიხლაძემ.

სააკაშვილის სიკვდილის ესკადრონი - ნახეთ ცოტნე გეგეჭკორის საავტორო რეპორტაჟში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კაცი, რომელიც მტერმა ვერ მოკლა, საკუთარმა ხელისუფლებამ დახვრიტა! ოკუპანტთან ბრძოლაში გადარჩენილი, სახლში დაბრუნებული სერჟანტის ტრაგიკული ისტორია მოსაყოლადაც განსაკუთრებულად მძიმეა. სააკაშვილის სამარცხვინო აღიარება მოვისმინეთ - ის, რაც შავაძეზე თქვა, არის სამშობლოს ღალატი. მისმა რეჟიმმა ქვეყანას მოუკლა ჯარისკაცი. გმირებს არ ხოცავს სახელმწიფო, რომლის დასაცავადაც ისინი სიცოცხლის ფასად იბრძვიან, მაგრამ სააკაშვილის მმართველობის დროს ჩვენ არ გვქონდა სახელმწიფო, მთელი ქვეყანა იყო სააკაშვილის რეჟიმის ტყვეობაში. საამაყოა, როდესაც სამშობლოს დამცველი ჯარისკაცი ბრძოლის ველზე, მტრის ტყვიას ეწირება. მაგრამ, რა სახელი უნდა დავარქვათ, დავარქვათ თუ არა სამშობლოს ღალატი სააკაშვილის ხელისუფლების საქციელს - ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცისთვის მადლობის ნაცვლად გაიმეტო 40 ტყვია. თქვენ ახლა როინ შავაძის მეუღლეს მოუსმენთ და ზუსტად ვიცი, რომ ქალბატონი ციცინოს სახე არასოდეს დაგავიწყდებათ. შეხედეთ მის თვალებს, მის გამომეტყველებას. მის სახეზე იკითხება ტკივილი, უსამართლობა, მრავალწლიანი ბრძოლა, რომელიც ერთი წუთითაც კი არ შეუწყვეტია, არ დაღლილა. მას სააკაშვილის რეჟიმი დახვრეტით ემუქრებოდა, მისი მეუღლის საქმის დავიწყების სანაცვლოდ ფულს სთავაზობდა, დუმილს აიძულებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა... გმირობა მხოლოდ ბრძოლის ველზე წასვლა არ არის. გმირობაა ისიც, რომ წლების განმავლობაში არ დანებდე, არ წაგართვან საკუთარი ღირსება, არ დათანხდე დუმილს, არ დაიღალო და გააგრძელო ბრძოლა მაშინაც კი, როდესაც ამისთვის ენერგია და ჯანმრთელობაც აღარ გიწყობს ხელს ... ჩემთვის როინ შავაძის მეუღლეც გმირია. არავის სჭირდება გმირების მხოლოდ სიტყვიერად განდიდება. ჩვენ გვჭირდებოდა სახელმწიფო და როგორც იქნა, გვაქვს, რომელიც საკუთარ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზეც და ომიდან დაბრუნების შემდეგაც დაიცავს. ტყვიის ნაცვლად მთელი ცხოვრება მისი გმირობით იქნება მადლიერი და არა თუ ჯარისკაცს, მის ოჯახსაც არ მიატოვებს... 2012 წელს საქართველო გადარჩა. ვინ იცის, რომ არა ისტორიუული არჩევნები და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ქველმოქმედება, რამდენი როინ შავაძე, რამდენი დავით ცინდელიანი და პაატა ქარდავა ეყოლებოდა სააკაშვილს დახვრეტილი. რთულად გასააზრებელი და დასაჯერებელია, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობდით ქვეყანაში, რომლის ხელისუფალიც ხვრეტდა საქართველოს ჯარის კაცებს!“
ირაკლი ჩიხლაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ციცინო შავაძე სააკაშვილზე: ძალიან მეცოდება, რომ ასეთ აგონიაშია, უკვე მისი დაკვეთილი მკვლელობები ელანდება, ესიზმრება და ამას კიდევ მისი პირით ხმამაღლა გადმოსცემსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები