გრიგოლ გეგელია - აბსურდია, რომ ჩვენ ტერორიზმზე გვესაუბრებიან, თვითონ კი „ჰეზბოლასთან“ და „ჰამასთან“ დგანან - პარტიების აკრძალვით „ქართული ოცნება“ თავის საბრალდებო დასკვნას წერს, საკუთარი მახვილითვე გასამართლდება
გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესით „ქართული ოცნება“ საკუთარ საბრალდებო დასკვნას წერს, რადგან ყველა ქმედება, რასაც ოპონენტებს აბრალებს, თავად აქვს ჩადენილი.

პარტიების აკრძალვის პროცესი არის თავისუფალი საქართველოს აკრძალვის პროცესი , - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა.
მისი თმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარისთვის, „ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარია არსებობდეს ოპტიკური ილუზია პოლიტიკური ცხოვრების მრავალფეროვნების, მაგრამ არა ისეთი ოპოზიცია, რომელსაც შეუძლია ივანიშვილის შეცვლა’’.
„ვფიქრობ, რაც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ხდება, ეხება ყველა ქართველს. პარტიების აკრძალვის პროცესი არის თავისუფალი საქართველოს აკრძალვის პროცესი. მილიონ ქართველს ეუბნებიან, რომ მათ მიერ გაკეთებული არჩევანი არ არის კონსტიტუციური და მინიმუმ მილიონმა ქართველმა შემდეგ არჩევნებში იმ ძალთა შორის უნდა აირჩიოს, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი დართავს ნებას, რომ იარსებონ. ივანიშვილისთვის მთავარია პოლიტიკური ცხოვრების მრავალფეროვნების ოპტიკური ილუზია არსებობდეს, მაგრამ არა ისეთი ოპოზიცია, რომელსაც შეუძლია ივანიშვილის შეცვლა. ამ პარტიებს იმიტომ კრძალავს, რომ კონკრეტულად ხუთმა [ოპოზიციურმა ძალამ] აჩვენა მაღალი ოდენობის ხმების მობილიზების რესურსი და პოტენციალი. მათ მიერვე გაყალბებულ არჩევნებში მილიონამდე ხმა გვაქვს, სინამდვილეში კი კიდევ უფრო მეტი. ეს კი საფრთხის შემცველია რეჟიმისთვის“, - განაცხადა გეგელიამ.
ამავე თემაზე საუბრისას, გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, რომ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ „ქართული ოცნება“ ვერ მოიყვანს ვერცერთ ბრალდებას, რომელიც თავად არ აქვთ ჩადენილი.
„დღეს „ქართული ოცნება“ წერს საკუთარ საბრალდებო დასკვნას, როინიშვილი და შარმანაშვილი ასამართლებენ საკუთარ თავს. იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც გვაბრალებენ, ჩადენილი აქვთ თვითონ - ამ რეჟიმს. ვინ ჩადის საბოტაჟს? ვინ ჩადის საქართველოს საკონსტიტუციო წყობილების დამხობის მცდელობას გარე ძალის სასარგებლოდ? - ყველაფერს აკეთებს „ქართული ოცნება“. ეს რეჟიმი აკეთებს ყველაფერს, რომ რეალურად არ განხორციელდეს ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოსი. ან ტერორიზმზე რომ გვესაუბრებიან, აბსურდია, „ჰეზბოლასთან“ და „ჰამასთან“ დგანან თვითონ. პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ვერ მოიყვანენ ვერცერთ ბრალდებას, რომელიც თავად არ აქვთ ჩადენილი. „ქართული ოცნება“ საკუთარი მახვილითვე გასამართლდება და ყველა ის ხაფანგი, რაც დაუგო ჩვენს ერს და ჩვენს ქართულ სახელმწიფოს, ყველა იმ ხაფანგში თვითონ აღმოჩნდება, მაგრამ ქართველი ერი გააგრძელებს გზას წინ!“- აღნიშნა პოლიტიკოსმა.
წამყვანის კითხვაზე შეიძლება, თუ არა მმართველი გუნდის მიერ სარჩელი შეტანა საკონსტიტუციო სამარულოში იყოს პასუხი დასავლეთიდან მომდინარე კრიტიკაზე, გეგელიამ უპასუხა, რომ ეს სწორედ „გარე ზეწოლას პასუხობს ივანიშვილი საქართველოს დაზიანებით“.
„ივანიშვილი არის კაცი, რომელსაც შეუძლია ივაჭროს თითოეული თქვენგანის ცხოვრებით და ბედით. ის ახლა ევროპას უბრალოდ თავის ძალას აჩვენებს, „არ მიმიღეთ, როგორც ხელისუფალი, ახლა განახებთ, რას ვუზამ თქვენს მომხრე პარტიებს“ - ამას ამბობს ის. ეს ლოგიკა არ არის ახალი, ადრეც ეს ლოგიკა ჰქონდა. გარე ზეწოლას პასუხობს საქართველოს დაზიანებით. ჩვენი ხალხის ბედით ვაჭრობს, ჩვენი ეკონომიკით, სახელმწიფო ინსტიტუტებით. მან უნდა დააზიანოს ყველაფერი, სადაც არის ძალაუფლების გარკვეული კერა. ივანიშვილს უნდა, რომ მხოლოდ ერთი მზე ანათებდეს ცაზე. ამიტომ დაესხა ის თავს საპატრიარქოს, ვგულისხმობ ციანიდის საქმეს. დიახ, ციანიდის საქმე არის მის მიერ მოწყობილი. ის არის პირველი ქართველი ლიდერი, რომელმაც გაბედა და შეძლო გარკვეულ დონეზე ეკლესიის და მისი ავტორიტეტის დასუსტება“, - განაცხადა გეგელიამ.
მისივე თმით, პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადება არის სრული ნონსენსი და სწორედ ეს იქნება ის ბოლო წვეთი, რომლის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილს უკან დასახევი რესურსი აღარ ენება.
„პარტიების აკრძალვა იქნება ის ბოლო წვეთი, რომლის შემდეგაც ივანიშვილი უკვე მიაღწევს ვერდაბრუნების წერტილს. უკან შემობრუნების რესურსი მას აღარ ექნება. რომ იკრძალებოდეს ერთი ან ორი უმნიშვნელო პარტია, რომელსაც არავინ არ იცნობს, ეს სხვა იქნებოდა, მაგრამ საუბარია ხუთ პარტიაზე, რომლებსაც ჯამში მილიონზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს. საზოგადოება კარგად გვიცნობს და იცის, რომ არაფერი უკანონო არ ჩაგვიდენია. ამიტომ ამ პარტიების აკრძალვა არის სრული ნონსენსი, რასაც საკუთარ ამომრჩეველსაც კი ვერ უხსნიან. შარმანაშვილი იმიტომ გააქრეს ბოლო დღეებში სასამართლოდან, რომ მთელმა ქვეყანამ ნახა მისი "ნაცობა". შავაძის სქემის ჩამფარცხველ პროკურორი, როინიშვილი დღეს იქ ზის და მე მასამართლებს. მარტო მე კი არა, მილიონ ქართველს ასამართლებს. არჩევანის თავისუფლებას და ნების თავისუფლებას ესხმიან დღეს თავს. რასაც ახლა აკეთებენ, ამ უმძიმეს დანაშაულზე აუცილებლად დადგება სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა,“ - განამარტა გრიგოლ გეგელიამ.
სამომავლო გეგმებზე და სამოქმედო სტრატეგიაზე საუბრისას გეგელია აღნიშნავს, რომ პოლიტიკურ აქტივობას აუცილებლად გააგრძელებენ და ბრძოლის ყველა შესაძლო ფორმას გამოიყენებენ.
„ჩვენ არ ვიცით, სად ვიქნებით სამართლებრივი და ორგანიზაციული კუთხით, მაგრამ ვიცით, რომ ვიბრძოლებთ ყველა ფორმის გამოყენებით, რაც არსებობს, გავაგრძელებთ პოლიტიკურ აქტივობებს. თუ ეს სარჩელი დაკმაყოფილდა, მივიღებთ ქვეყანას, სადაც დემოკრატია აბსოლუტურად გაუქმებულია. შექმნიან, გამოგონილ ოპოზიციურ პარტიებს, მაგრამ არცერთს არ შეეძლება ივანიშვილის ძალაუფლების მშვიდობიანი შეცვლა. საბოლოოდ მივიღებთ რუსულ ჭაობს, სადაც არცერთი ინვესტორი არ ისურვებს შემოსვლას. ამდენი ბრძოლის შემდეგ საბოლოოდ დაინგრევა ჩვენი სახელმწიფოს ღირებულებები,“ - განაცხადა გეგელიამ.
ციტატები სტატიიდან
„ვფიქრობ, რაც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ხდება, ეხება ყველა ქართველს. პარტიების აკრძალვის პროცესი არის თავისუფალი საქართველოს აკრძალვის პროცესი. მილიონ ქართველს ეუბნებიან, რომ მათ მიერ გაკეთებული არჩევანი არ არის კონსტიტუციური და მინიმუმ მილიონმა ქართველმა შემდეგ არჩევნებში იმ ძალთა შორის უნდა აირჩიოს, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი დართავს ნებას, რომ იარსებონ. ივანიშვილისთვის მთავარია პოლიტიკური ცხოვრების მრავალფეროვნების ოპტიკური ილუზია არსებობდეს, მაგრამ არა ისეთი ოპოზიცია, რომელსაც შეუძლია ივანიშვილის შეცვლა. ამ პარტიებს იმიტომ კრძალავს, რომ კონკრეტულად ხუთმა [ოპოზიციურმა ძალამ] აჩვენა მაღალი ოდენობის ხმების მობილიზების რესურსი და პოტენციალი. მათ მიერვე გაყალბებულ არჩევნებში მილიონამდე ხმა გვაქვს, სინამდვილეში კი კიდევ უფრო მეტი. ეს კი საფრთხის შემცველია რეჟიმისთვის“
„დღეს „ქართული ოცნება“ წერს საკუთარ საბრალდებო დასკვნას, როინიშვილი და შარმანაშვილი ასამართლებენ საკუთარ თავს. იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც გვაბრალებენ, ჩადენილი აქვთ თვითონ - ამ რეჟიმს. ვინ ჩადის საბოტაჟს? ვინ ჩადის საქართველოს საკონსტიტუციო წყობილების დამხობის მცდელობას გარე ძალის სასარგებლოდ? - ყველაფერს აკეთებს „ქართული ოცნება“. ეს რეჟიმი აკეთებს ყველაფერს, რომ რეალურად არ განხორციელდეს ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოსი. ან ტერორიზმზე რომ გვესაუბრებიან, აბსურდია, „ჰეზბოლასთან“ და „ჰამასთან“ დგანან თვითონ. პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ვერ მოიყვანენ ვერცერთ ბრალდებას, რომელიც თავად არ აქვთ ჩადენილი. „ქართული ოცნება“ საკუთარი მახვილითვე გასამართლდება და ყველა ის ხაფანგი, რაც დაუგო ჩვენს ერს და ჩვენს ქართულ სახელმწიფოს, ყველა იმ ხაფანგში თვითონ აღმოჩნდება, მაგრამ ქართველი ერი გააგრძელებს გზას წინ!“
„ივანიშვილი არის კაცი, რომელსაც შეუძლია ივაჭროს თითოეული თქვენგანის ცხოვრებით და ბედით. ის ახლა ევროპას უბრალოდ თავის ძალას აჩვენებს, „არ მიმიღეთ, როგორც ხელისუფალი, ახლა განახებთ, რას ვუზამ თქვენს მომხრე პარტიებს“ - ამას ამბობს ის. ეს ლოგიკა არ არის ახალი, ადრეც ეს ლოგიკა ჰქონდა. გარე ზეწოლას პასუხობს საქართველოს დაზიანებით. ჩვენი ხალხის ბედით ვაჭრობს, ჩვენი ეკონომიკით, სახელმწიფო ინსტიტუტებით. მან უნდა დააზიანოს ყველაფერი, სადაც არის ძალაუფლების გარკვეული კერა. ივანიშვილს უნდა, რომ მხოლოდ ერთი მზე ანათებდეს ცაზე. ამიტომ დაესხა ის თავს საპატრიარქოს, ვგულისხმობ ციანიდის საქმეს. დიახ, ციანიდის საქმე არის მის მიერ მოწყობილი. ის არის პირველი ქართველი ლიდერი, რომელმაც გაბედა და შეძლო გარკვეულ დონეზე ეკლესიის და მისი ავტორიტეტის დასუსტება“
„პარტიების აკრძალვა იქნება ის ბოლო წვეთი, რომლის შემდეგაც ივანიშვილი უკვე მიაღწევს ვერდაბრუნების წერტილს. უკან შემობრუნების რესურსი მას აღარ ექნება. რომ იკრძალებოდეს ერთი ან ორი უმნიშვნელო პარტია, რომელსაც არავინ არ იცნობს, ეს სხვა იქნებოდა, მაგრამ საუბარია ხუთ პარტიაზე, რომლებსაც ჯამში მილიონზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს. საზოგადოება კარგად გვიცნობს და იცის, რომ არაფერი უკანონო არ ჩაგვიდენია. ამიტომ ამ პარტიების აკრძალვა არის სრული ნონსენსი, რასაც საკუთარ ამომრჩეველსაც კი ვერ უხსნიან. შარმანაშვილი იმიტომ გააქრეს ბოლო დღეებში სასამართლოდან, რომ მთელმა ქვეყანამ ნახა მისი "ნაცობა". შავაძის სქემის ჩამფარცხველ პროკურორი, როინიშვილი დღეს იქ ზის და მე მასამართლებს. მარტო მე კი არა, მილიონ ქართველს ასამართლებს. არჩევანის თავისუფლებას და ნების თავისუფლებას ესხმიან დღეს თავს. რასაც ახლა აკეთებენ, ამ უმძიმეს დანაშაულზე აუცილებლად დადგება სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა,“
„ჩვენ არ ვიცით, სად ვიქნებით სამართლებრივი და ორგანიზაციული კუთხით, მაგრამ ვიცით, რომ ვიბრძოლებთ ყველა ფორმის გამოყენებით, რაც არსებობს, გავაგრძელებთ პოლიტიკურ აქტივობებს. თუ ეს სარჩელი დაკმაყოფილდა, მივიღებთ ქვეყანას, სადაც დემოკრატია აბსოლუტურად გაუქმებულია. შექმნიან, გამოგონილ ოპოზიციურ პარტიებს, მაგრამ არცერთს არ შეეძლება ივანიშვილის ძალაუფლების მშვიდობიანი შეცვლა. საბოლოოდ მივიღებთ რუსულ ჭაობს, სადაც არცერთი ინვესტორი არ ისურვებს შემოსვლას. ამდენი ბრძოლის შემდეგ საბოლოოდ დაინგრევა ჩვენი სახელმწიფოს ღირებულებები,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…