პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კალასი: რუსეთის საერთაშორისო ფორუმებზე დაბრუნება ომის დანაშაულების ნორმალიზებას ნიშნავს

კაია კალასის განცხადებით, G20-ის სამიტზე ვლადიმერ პუტინის შესაძლო დასწრება და ფორუმებზე რუსეთის დაბრუნება ფაქტობრივად მიმდინარე ომის დანაშაულების ნორმალიზებას ნიშნავს.

კალასი: რუსეთის საერთაშორისო ფორუმებზე დაბრუნება ომის დანაშაულების ნორმალიზებას ნიშნავს
ფორმულა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, „დიდი ოცეულის“ ლიდერთა სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შესაძლო დასწრება ქმნის რისკს, რომ რუსეთის დაბრუნება საერთაშორისო ფორუმებზე ჩვეულებრივ მოვლენად იქცეს მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი კვლავ გრძელდება.

კალასმა ასევე გააკრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მონაწილეობა G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

"რუსეთის ამ საერთაშორისო ფორუმებზე დაბრუნების ნორმალიზება, ფაქტობრივად, იმ ომის დანაშაულების ნორმალიზებას ნიშნავს, რომლებიც ახლა ყოველდღიურად ხდება",- აღნიშნა კალასმა.

"დიდი ოცეულის" სამიტი 14–15 დეკემბერს მაიამიში გაიმართება.

ვლადიმირ პუტინს მიწვევა უკვე გაუგზავნეს, თუმცა მისი მონაწილეობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკაია კალასი “დიდი ოცეულის” სამიტზე ვლადიმერ პუტინის შესაძლო დასწრებაზე - ქმნის რისკს, რომ ომის დანაშაულები ნორმად იქცეს
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სერგეი ლავროვი G20-ის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ში ჩავიდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები