პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Binance-იდან $6.3 მილიარდის მოპარვაში FBI ჩრდილოეთ კორეას ადანაშაულებს

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ კრიპტობირჟა Binance-იდან $6.3 მილიარდის მოპარვაში ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფი დაადანაშაულა. თავად Binance-ის განცხადებით, ზარალის 90% უკვე ჩაანაცვლეს საკუთარი რეზერვებით და დანაკარგს სრულად კომპანია აანაზღაურებს.

Binance-იდან $6.3 მილიარდის მოპარვაში FBI ჩრდილოეთ კორეას ადანაშაულებს
BM.GE

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-იდან $6.3 მილიარდის ღირებულების ვირტუალური აქტივების ქურდობაში ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფი დაადანაშაულა.

უწყების ცნობით, ჩრდილოეთკორეელმა ჰაკერებმა მოპარული თანხების გათეთრება დაიწყეს და ის ძირითადად კრიპტოვალუტა Ethereum-ში გადაიყვანეს. FBI-ის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ აქტივების გათეთრების პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.

გამოძიების ფედერალური ბიურო ოპერაციას კონკრეტულად ჰაკერულ ჯგუფ TraderTraitor-ს მიაწერს. ეს ის ჯგუფია, რომელსაც გასული წლის თებერვალში პლატფორმა Bybit-იდან $1.5 მილიარდის მოპარვაშიც ედება ბრალი.

უწყება მოუწოდებს ვირტუალური აქტივების პროვაიდერებს, დაბლოკონ ის ტრანზაქციები, რომლებიც ამ უკანონო ოპერაციაში გამოიყენება და პარალელურად აქვეყნებს იმ ციფრულ მისამართებს, რომლებსაც კომპანიებმა ყურადღება უნდა მიაქციონ.

მომხდარს გამოეხმაურა თავად Binance-იც. ბირჟის განცხადებით, მათ უკვე ჩაანაცვლეს მოპარული თანხის 90% საკუთარი რეზერვების ხარჯზე, ხოლო დარჩენილი 10% შედარებით ნაკლებლიკვიდურ ტოკენებს მოიცავს, რასაც გამოსასყიდად მეტი დრო დასჭირდება.

„ჩვენ გავაგრძელებთ დარჩენილი აქტივების ყიდვას, სანამ დაფარვის მაჩვენებელი 100%-ს არ მიაღწევს. ფინანსურ ზარალს Binance აიღებს საკუთარ თავზე და არა მომხმარებლები“, - აცხადებს კომპანია X-ზე.

ტოკენების გამოსასყიდად კომპანიამ გამოიყენა მომხმარებელთა უსაფრთხოების $1-მილიარდიანი ფონდი, რომელიც უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევებისთვის ბიტკოინის რეზერვის სახით არსებობს, ასევე ფიუჩერსების დაზღვევის ფონდი და კომპანიის კორპორაციული ბიუჯეტი.

მოვლენების ფონზე კრიპტოვალუტების ფასები შემცირდა, თუმცა მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟა მომხმარებლებს არწმუნებს, რომ მათი ფინანსები უსაფრთხოდაა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ გავაგრძელებთ დარჩენილი აქტივების ყიდვას, სანამ დაფარვის მაჩვენებელი 100%-ს არ მიაღწევს. ფინანსურ ზარალს Binance აიღებს საკუთარ თავზე და არა მომხმარებლები“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კრიპტობირჟა Binance-მა უსაფრთხოების სისტემაში 6.3 მილიარდი დოლარის ზარალის გამომწვევი დარღვევის შემდეგ აქტივები გაყინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები