პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბრწყინვალე მორეირა, უკვე ზედიზედ მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!

იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში მილანმა ინტერს 3:1 სძლია. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა დიეგო მორეირამ სადებიუტო შეხვედრაში გოლი გაიტანა, რითაც მილანმა ინტერს ზედიზედ მეოთხედ მოუგო.

ბრწყინვალე მორეირა, უკვე ზედიზედ მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
სპორტალი

იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში "მილანმა" "ინტერს" 3:1 სძლია და თანაქალაქელთან სატურნირო ცხრილში სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა. გამოსარჩევი იყო "როსონერის" ახალწვეული დიეგო მორეირა, რომელმაც სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა, "ნერიაძურის" ულამაზესი საჯარიმო დარტყმიდან გოლი გაუტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.

"მილანი" დერბებში დომინაციას აგრძელებს. ყველა ტურნირის გათვალისწინებით, კლუბი "ინტერთან" უკვე 2024 წლის აპრილიდან 8 მატჩია არ მარცხდება (6 გამარჯვება და 2 ფრე).

"როსონერიმ" ყველა ტურნირის გათვალისწინებით, "ინტერთან" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. Opta-ს მონაცემებით, "დერბი დელა მადონინაში" მსგავსი რამ 1973 წლის მარტის შემდეგ პირველად მოხდა. "მილანს" ისტორიაში მხოლოდ ორჯერ (1946–1948 და 1911–1913 წლებში) ჰქონია უფრო ხანგრძლივი, 6-მატჩიანი მოგებათა სერია.

კარლო ანჩელოტის პერიოდის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც "მილანმა" "ინტერის" წინააღმდეგ სერია A-ში ზედიზედ ორზე მეტი მატჩი მოიგო (2002–2004 წლებში ეს სერია ოთხ მატჩს შეადგენდა).

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები