ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია

იტალიის სერია A-ში „მილანმა“ „ატალანტა“ 3:2 დაამარცხა, რითაც რუბენ ამორიმი ისტორიაში მესამე მწვრთნელი გახდა, რომელმაც ჩემპიონატში პირველი შვიდი მატჩი წაუგებლად ჩაატარა.

მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელიასპორტალი

იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში "მილანმა" საკუთარ მოედანზე "ატალანტა" მიიღო და 3:2 დაამარცხა, რითაც კალჩოში წაუგებელი სერია გააგრძელა.

OPTA-ს ცნობით, "როსონერის" დამრიგებელი რუბენ ამორიმი ისტორიაში მესამე დამრიგებელი გახდა, რომელმაც სერია A-ში თავისი პირველი შვიდი მატჩი წაგების გარეშე ჩაატარა.

პორტუგალიელი მწვრთნელის ანგარიშზე ოთხი გამარჯვება და სამი ფრეა, რითაც მან ლუის კარნილიას 1963 წლის, ხოლო 1955 წელს ჰექტორ პურიჩელის, რომელმაც სამი მატჩი მოიგო, ოთხი კი ფრედ დაასრულა, რეკორდი გაიმეორა.

ამორიმი "მილანს" 2026 წლის ივნისში ჩაუდგა სათავეში და მან ამ პოსტზე მასიმილიანო ალეგრი შეცვალა. 7 მატჩის შემდეგ 15 ქულით "მილანი" სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
გოგლიჩიძე ისევ ყოჩაღობს - "მონცამ" "კალიარი" გაანადგურაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები