პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში მშვიდობის მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მშვიდობის მიღწევის გზები და შავი ზღვის უსაფრთხოება განიხილეს. ერდოღანის თქმით, სამოქალაქო გემებზე თავდასხმები მიუღებელია, ხოლო ზელენსკიმ განაცხადა, რომ მხარეები „შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის“ ფუნქციონირებაზე იმუშავებენ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში მშვიდობის მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს
ინტერპრესნიუსი

მნიშვნელოვანი და შინაარსიანი შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი შავ ზღვასთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმო.

“პრეზიდენტ ერდოღანთან ერთად განვიხილეთ ახალი იდეები და წინადადებები, რომლებიც შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. მათ შორისაა სასურსათო უსაფრთხოება; პრეზიდენტ ერდოღანთან შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ „შავი ზღვის მარცვლეულის დერეფანზე“, რათა უზრუნველვყოთ მისი არსებობა და ეფექტიანი ფუნქციონირება”, - აცხადებს ზელენსკი.

მისი ინფორმაციით, ძალაში შევიდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორ ქვეყანას შორის, რაც ახალ შესაძლებლობებს უხსნის უკრაინულ და თურქულ ბიზნესებს.

“ვამზადებთ ახალ ერთობლივ სამრეწველო და სხვა ეკონომიკურ პროექტებს. ძალაში შევიდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც ახალ შესაძლებლობებს უხსნის უკრაინულ და თურქულ ბიზნესებს. მნიშვნელოვანი პოტენციალი გვაქვს ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში, რაზეც ასევე ვისაუბრეთ. შევხვდით თურქული ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს; ველით, რომ უკვე მომავალი კვირიდან გაიზრდება გენერატორებისა და სხვა ენერგეტიკული აღჭურვილობის მოწოდება”, - წერს ზელენსკი.

თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს უკრაინაში მშვიდობის მიღწევისკენ მიმართული, ბოლო პერიოდში გააქტიურებული ძალისხმევა, ასევე - უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება შავ ზღვაში.

“მივესალმებით იმას, რომ ომის დიპლომატიური გზით დასრულების ინიციატივებმა - განსაკუთრებით აშშ-ის პრეზიდენტის, ბატონი ტრამპის ძალისხმევით - ახალი იმპულსი მიიღო. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ძალებშია, რათა მშვიდობისკენ მიმავალი გზა გაიკვალოს”, - წერს ერდოღანი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ბოლო დროს მომხდარი ესკალაციის პარალელურად, კონფლიქტები შავ ზღვაზეც ვრცელდება.

“ცხადია, რომ სამოქალაქო გემებზე თავდასხმები და ისეთი ქმედებები, რომლებიც შავ ზღვაში დაძაბულობას გაზრდის, არავისთვის იქნება სასარგებლო. ვერანაირად ვერ მივიღებთ ამ თავდასხმებს, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მომდინარეობენ ისინი ან რით ცდილობენ მათ გამართლებას. ამასთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით. გავაგრძელებთ მხარეებთან დისკუსიებს შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის აღდგენის მიზნით. გავაგრძელებთ მხარეებთან დიალოგს შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის აღდგენის მიზნით”, - აცხადებს ერდოღანი.

მისი ინფორმაციით, თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთგულება მისი სტრატეგიული პარტნიორის — უკრაინის — ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოერდოღანი: თურქეთისთვის მიუღებელია შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმები, მიუხედავად იმისა, თუ ვინ დგას მათ უკან
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურირეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში მშვიდობისკენ მიმართული ძალისხმევა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პრეზიდენტ ერდოღანთან ერთად განვიხილეთ ახალი იდეები და წინადადებები, რომლებიც შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. მათ შორისაა სასურსათო უსაფრთხოება; პრეზიდენტ ერდოღანთან შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ „შავი ზღვის მარცვლეულის დერეფანზე“, რათა უზრუნველვყოთ მისი არსებობა და ეფექტიანი ფუნქციონირება“
„ვამზადებთ ახალ ერთობლივ სამრეწველო და სხვა ეკონომიკურ პროექტებს. ძალაში შევიდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც ახალ შესაძლებლობებს უხსნის უკრაინულ და თურქულ ბიზნესებს. მნიშვნელოვანი პოტენციალი გვაქვს ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში, რაზეც ასევე ვისაუბრეთ. შევხვდით თურქული ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს; ველით, რომ უკვე მომავალი კვირიდან გაიზრდება გენერატორებისა და სხვა ენერგეტიკული აღჭურვილობის მოწოდება“
„მივესალმებით იმას, რომ ომის დიპლომატიური გზით დასრულების ინიციატივებმა - განსაკუთრებით აშშ-ის პრეზიდენტის, ბატონი ტრამპის ძალისხმევით - ახალი იმპულსი მიიღო. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ძალებშია, რათა მშვიდობისკენ მიმავალი გზა გაიკვალოს“
„ცხადია, რომ სამოქალაქო გემებზე თავდასხმები და ისეთი ქმედებები, რომლებიც შავ ზღვაში დაძაბულობას გაზრდის, არავისთვის იქნება სასარგებლო. ვერანაირად ვერ მივიღებთ ამ თავდასხმებს, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მომდინარეობენ ისინი ან რით ცდილობენ მათ გამართლებას. ამასთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით. გავაგრძელებთ მხარეებთან დისკუსიებს შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის აღდგენის მიზნით. გავაგრძელებთ მხარეებთან დიალოგს შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის აღდგენის მიზნით“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკი თურქეთში ჩავიდა - "წინ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებია რეჯეფ თაიფ ერდოღანთან"წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები