პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკი თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, სადაც რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს შეხვდება. მისი განცხადებით, მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა შავ ზღვაში საზღვაო ნაოსნობის უსაფრთხოება იქნება.

ზელენსკი თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება
ზელენსკი თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდებაფორმულა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, თურქეთში ჩავიდა, სადაც თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, შეხვდება.

ზელენსკის ინფორმაციით, წინ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებია, ერთ-ერთი მთავარი თემა შავ ზღვაში საზღვაო ნაოსნობის უსაფრთხოება იქნება.

მისივე ცნობით, ასევე დაგეგმილია შეხვედრა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან.

"ჩემს გუნდთან ერთად სტამბოლში ჩამოვფრინდი. წინ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გველის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.

ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი ხალხის დაცვის გაძლიერებაზე, თურქეთთან ორმხრივი პარტნიორობის განმტკიცებასა და რეალური დიპლომატიური პერსპექტივების შექმნაზე.

შავი ზღვით საზღვაო გადაზიდვებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას", - წერს ზელენსკი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოზელენსკი სტამბოლში ჩავიდა, სადაც ერდოღანთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს განიხილავს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურივოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, სადაც რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება
  3. რუსთავი 2სამთავრობოვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა
  4. ალიაოპოზიციურიზელენსკი თურქეთში ჩავიდა – “წინ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებია რეჯეფ თაიფ ერდოღანთან”
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩემს გუნდთან ერთად სტამბოლში ჩამოვფრინდი. წინ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გველის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი ხალხის დაცვის გაძლიერებაზე, თურქეთთან ორმხრივი პარტნიორობის განმტკიცებასა და რეალური დიპლომატიური პერსპექტივების შექმნაზე. შავი ზღვით საზღვაო გადაზიდვებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკი თურქეთში ჩავიდა – “წინ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებია რეჯეფ თაიფ ერდოღანთან”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები