პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ერდოღანი: თურქეთისთვის მიუღებელია შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმები, მიუხედავად იმისა, თუ ვინ დგას მათ უკან

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმები ანკარასთვის მიუღებელია, მიუხედავად იმისა, თუ ვინ დგას მათ უკან. მან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ მხარეებს პასუხისმგებლობით მოქმედებისკენ მოუწოდა.

ერდოღანი: თურქეთისთვის მიუღებელია შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმები, მიუხედავად იმისა, თუ ვინ დგას მათ უკან
იმედინიუსი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სამოქალაქო გემებზე თავდასხმები და ნებისმიერი ქმედება, რაც შავ ზღვაში დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას იწვევს, არავის ინტერესებში არ შედის. მისი თქმით, ანკარასთვის მიუღებელია მსგავსი თავდასხმები, მიუხედავად იმისა, თუ ვინ დგას მათ უკან.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორმხრივი მოლაპარაკებებისა და დელეგაციების შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები ინტენსივობის შემცირების გარეშე გრძელდება, ხოლო ომით გამოწვეული ადამიანური მსხვერპლი და ნგრევა ყოველდღიურად იზრდება.

„დღევანდელ მოლაპარაკებებზე ჩვენ დეტალურად განვიხილეთ უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მიზნით ბოლო დროს გააქტიურებული ძალისხმევა, ასევე უსაფრთხოების მდგომარეობა შავ ზღვაში. ჩვენ მივესალმებით ომის შეწყვეტისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევის განახლებას, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივების წყალობით“, - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა გაახსენა შეკრებილებს, რომ თურქეთის შუამავლობით უკრაინასა და რუსეთს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა აჩვენა დიპლომატიური გზით კონკრეტული შედეგების მიღწევის შესაძლებლობა.

„დღესაც ვაგრძელებთ იმის მტკიცებას: სამართლიან მშვიდობას წაგებული არ ჰყავს“, - თქვა ერდოღანმა.

მისი თქმით, ზელენსკისთან მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე.

ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დასაწყისიდანვე თურქეთი აქტიურად მუშაობს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. თუმცა ბოლო დროს, დაძაბულობის ზრდის ფონზე, საბრძოლო მოქმედებები შავი ზღვის აკვატორიაზეც გავრცელდა.

„აშკარაა, რომ სამოქალაქო გემებზე თავდასხმები და ნაბიჯები, რომლებსაც შავ ზღვაში დაძაბულობის შემდგომ ესკალაციამდე მივყავართ, არავის მოუტანს სარგებელს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია მივიღოთ მსგავსი თავდასხმები, ვის მიერაც არ უნდა იყოს ისინი ჩადენილი და რა მიზეზებითაც არ უნდა მართლდებოდეს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით. ჩვენ გავაგრძელებთ კონტაქტებს ყველა მხარესთან შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების აღდგენის მიზნით“, - დასძინა თურქეთის ლიდერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურირეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში მშვიდობის მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღევანდელ მოლაპარაკებებზე ჩვენ დეტალურად განვიხილეთ უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მიზნით ბოლო დროს გააქტიურებული ძალისხმევა, ასევე უსაფრთხოების მდგომარეობა შავ ზღვაში. ჩვენ მივესალმებით ომის შეწყვეტისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევის განახლებას, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივების წყალობით“
„დღესაც ვაგრძელებთ იმის მტკიცებას: სამართლიან მშვიდობას წაგებული არ ჰყავს“
„აშკარაა, რომ სამოქალაქო გემებზე თავდასხმები და ნაბიჯები, რომლებსაც შავ ზღვაში დაძაბულობის შემდგომ ესკალაციამდე მივყავართ, არავის მოუტანს სარგებელს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია მივიღოთ მსგავსი თავდასხმები, ვის მიერაც არ უნდა იყოს ისინი ჩადენილი და რა მიზეზებითაც არ უნდა მართლდებოდეს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით. ჩვენ გავაგრძელებთ კონტაქტებს ყველა მხარესთან შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების აღდგენის მიზნით“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკი თურქეთში ჩავიდა - "წინ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებია რეჯეფ თაიფ ერდოღანთან"წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები