სენეგალში ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს - ტურნირში 13 ქართველი მონაწილეობს
სენეგალში მიმდინარე ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში 13 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს, სადაც პირველ საკვალიფიკაციო დღეს გვანცა ქარჩავამ მესამე ადგილი მოიპოვა.

სენეგალში ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს.
პირველ საკვალიფიკაციო დღეს, "გუნ შუს" დისციპლინაში, გვანცა ქარჩავამ მესამე ადგილი მოიპოვა.
თამაშებში 205 ქვეყნის 2 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის 13 ქართველია. ჩვენი სპორტსმენები 9 სახეობაში ასპარეზობენ.
ოლიმპიურ სოფელში, ქართველ სპორტსმენებს საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი, სეოკის გენერალური მდივანთან ერთად შეხვდა.
აფრიკის კონტინენტი ოლიმპიურ თამაშებს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. თამაშები 13 ნოემბერს დასრულდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…