ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რუსეთისა და ირანის სანქცირებაზე "ლინდის გრემის...

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს „ლინდსი გრემის რუსეთისა და ირანის სანქცირების 2026 წლის აქტი“. დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს მკაცრ სანქციებს, ტარიფებსა და აკრძალვებს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ, ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგზავნება.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რუსეთისა და ირანის სანქცირებაზე "ლინდის გრემის...
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რუსეთისა და ირანის სანქცირებაზე "ლინდის გრემის...რადიო თავისუფლება

16 სექტემბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელსაც ეწოდება „ლინდსი გრემის რუსეთისა და ირანის სანქცირების 2026 წლის აქტი“ და რომელსაც 2026 წლის 7 აგვისტოს მხარი დაუჭირა სენატმა. დოკუმენტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგზავნება ხელმოსაწერად. წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტს მხარი დაუჭირა 262-მა კანონმდებელმა, 159-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.

კანონპროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის სანქციების, ტარიფების ან აკრძალვების დაწესებას რუსეთისთვის და ის აფართოებს ირანთან დაკავშირებულ სასანქციო კანონს.

მაგალითად, კანონპროექტით, პრეზიდენტმა განსაზღვრულ პირებს (ფიზიკურსა და იურიდიულს), როგორებიც არიან რუსეთის პრეზიდენტი და რუსეთის არმიის სარდლობას უნდა დაუწესოს სავიზო აკრძალვა და გაუყინოს საკუთრება

პრეზიდენტმა აგრეთვე უნდა გაზარდოს გადასახადის განაკვეთი ღირებულების 100%-მდე იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ ყველა საქონელზე, რომლებიც არიან რუსეთში წარმოებული ნედლი ნავთობის ან ბუნებრივი აირის ხუთ უმსხვილეს იმპორტიორს შორის, თუკი ასეთი ქვეყანა წინასწარი შეცნობით განახორციელებს აღნიშნული საქონლის ახალ შესყიდვებს ამ კანონის ამოქმედების შემდეგ.

კანონი კრძალავს აშშ-ში წარმოებული ენერგიის ან ენერგოპროდუქტის ექსპორტს, რეექსპორტს ან საქონლის რუსეთში ან რუსეთის შიგნით გადაადგილებას, აგრეთვე ამერიკელებს უკრძალავს ახალ ინვესტიციებს რუსეთში ან რუსეთის სახელმწიფო ობლიგაციების ყიდვას და რუსეთის სახელმწიფო, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული ან სახელმწიფოსთან აფილირებული ორგანიზაციის ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას აშშ-ის საფონდო ბირჟებზე.

კანონი ვრცელდება „ირანის სანქცირების 1996 წლის აქტზე“, რომელიც მოითხოვს, რომ პრეზიდენტმა, ზოგიერთი გამონაკლისით, სანქციები დაუწესოს ცალკეულ პირებს, რომლებიც მონაწილეობენ სპეციფიკურ ტრანზაქციებში, რომლებიც უკავშირდება ირანის ენერგოსექტორს ან ირანის ძალისხმევას მოიპოვოს ან განავითაროს გარკვეული სახის შეიარაღება.

რუსეთისა და ირანის სანქცირების შესახებ კანონპროექტს, რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრემის სახელი 2026 წლის ივლისში, მისი გარდაცვალების შემდეგ ეწოდა, ვინაიდან წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის ცდილობდა მოეპოვებინა ორპარტიული მხარდაჭერა კანონპროექტისთვის, რომლითაც მას სურდა ეფექტიანად დახმარებოდა უკრაინას რუსეთის აგრესიასთან გამკლავებაში. გარდაცვალებამდე დღეებით ადრე ლინდსი გრემი კიევში იმყოფებოდა. სენატორ გრემის გარდაცვალების შემდეგ, მისმა კოლეგებმა როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიიდან გადაწყვიტეს მისი სახელით შეეწყოთ ხელი კანონპროექტის დამტკიცებისთვის.

კანონის საბოლოოდ ასამოქმედებლად, წარმომადგენელთა პალატაში მხარდაჭერის შემდეგ ის ხელმოსაწერად გაეგზავნება აშშ-ის პრეზიდენტს.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.