ქართული მრავალხმიანობა, ტრადიციული ღვინო, ადგილობრივი კულინარია და ხელოვნების ნიმუშები - კარდენახი "არტ ფესტივალს" მასპინძლობს
კარდენახში ღვინისა და „არტ ფესტივალი“ გაერთიანდა, სადაც დამთვალიერებლებს ადგილობრივი მარნების ღვინის დაგემოვნებასთან ერთად სამხატვრო აკადემიის მხატვრების ნამუშევრების ადგილზე გაცნობა შეუძლიათ.
ქართული მრავალხმიანობა, ტრადიციული ღვინო, ადგილობრივი კულინარია და ხელოვნების ნიმუშები - კარდენახი "არტ ფესტივალს" მასპინძლობს. სპეციალურად ღონისძიებისთვის, სტუმრები ადგილზე დილიდან შეიკრიბნენ.
ღონისძიებაზე სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, დააგემოვნონ ღვინო, რომლებსაც მათ ადგილობრივი მეწარმეები საკუთარი მარნებიდან სთავაზობენ. მეღვინეები ამბობენ, რომ ფესტივალი მათი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა.
წლევანდელი ღონისძიება გამორჩეულია. ღვინისა და ხელოვნების ფესტივალი წელს ერთმანეთს პირველად დაემთხვა, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, დეგუსტაციიდან არტ პავილიონში გადაინაცვლონ და ხელოვნების ნიმუშებს გაეცნონ. სამხატვრო აკადემიის 20 მხატვარი ფერწერულ ნამუშევრებს ადგილზევე ქმნის.
კარდენახის ღვინის ფესტივალი მეექვსედ იმართება. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიება ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქციის რეალიზებას უწყობს ხელს, წელს, "არტ ფესტივალთან" გაერთიანებამ კი ადგილზე კიდევ უფრო მეტი ვიზიტორი მოიზიდა.
ხელოვნებისა და ღვინის ფესტივალი გრძელდება. მეღვინეები, მეწარმეები და მხატვრები სტუმრებს კახეთში მომდევნო დღეებშიც უმასპინძლებენ.
ავტორი: მარიამ ჟორჟოლიანი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…