აქ ტროტუარზე დგომის გამო არავინ არავის იჭერს და აჯარიმებს, აჯარიმებენ კონკრეტული დარღვევის გამო - ირაკლი კირცხალია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ტროტუარზე დგომის გამო არავის აჯარიმებენ და სანქციები მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როცა ადამიანთა ჯგუფი მიზანმიმართულად ქმნის გადაადგილების დისკომფორტს.

აქ ტროტუარზე დგომის გამო არავინ არავის იჭერს და აჯარიმებს, აჯარიმებენ კონკრეტული დარღვევის გამო, - ამის შესახებ გადაცემაში "ღია ეთერი" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
"აჯარიმებენ იმის გამო, როდესაც ადამიანების ვიწრო ჯგუფი მიზანმიმართულად, როდესაც ამის საჭიროება არ არის, ქმნიან გადაადგილების დისკომფორტს", - აღნიშნა კირცხალიამ.
კირცხალიამ გამჭვირვალობის კანონზეც ისაუბრა.
"რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია შეიზღუდა ჩვენი მხრიდან?! ნარატივი იყო, ამ კანონის მიღების შემდეგ ჩელიაბინსკში გავიღვიძებთო, ახლა 2026 წლის 31 ოქტომბერია, ვინ გაიღვიძა ჩელიაბინსკში?! სად შეიზღუდა საზოგადოება, სად ნახეთ საზოგადოების კონტროლი?!", - განაცხადა კირცხალიამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…