ირაკლი კირცხალია: აქ ტროტუარზე დგომის გამო არავინ არავის იჭერს და აჯარიმებს, აჯარიმებენ კონკრეტული თემის გამო
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ტროტუარზე დგომისთვის არავის აჯარიმებენ და სანქციები გადაადგილების მიზანმიმართულ შეფერხებას მოჰყვება. მან ასევე უარყო „გამჭვირვალობის კანონის“ შედეგად საზოგადოებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვა.

აქ ტროტუარზე დგომის გამო არავინ არავის იჭერს და აჯარიმებს, აჯარიმებენ კონკრეტული თემის გამო, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
„აჯარიმებენ იმის გამო, როდესაც ადამიანების ვიწრო ჯგუფი მიზანმიმართულად, როდესაც ამის საჭიროება არ არის, ქმნიან გადაადგილების დისკომფორტს“, - აღნიშნა კირცხალიამ
კირცხალიამ გამჭვირვალობის კანონზეც ისაუბრა.
„რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია შეიზღუდა ჩვენი მხრიდან?! ნარატივი იყო, ამ კანონის მიღების შემდეგ ჩელიაბინსკში გავიღვიძებთო, ახლა 2026 წლის 31 ოქტომბერია, ვინ გაიღვიძა ჩელიაბინსკში?! სად შეიზღუდა საზოგადოება, სად ნახეთ საზოგადოების კონტროლი?!“, - აღნიშნა კირცვალიამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„აჯარიმებენ იმის გამო, როდესაც ადამიანების ვიწრო ჯგუფი მიზანმიმართულად, როდესაც ამის საჭიროება არ არის, ქმნიან გადაადგილების დისკომფორტს“
„რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია შეიზღუდა ჩვენი მხრიდან?! ნარატივი იყო, ამ კანონის მიღების შემდეგ ჩელიაბინსკში გავიღვიძებთო, ახლა 2026 წლის 31 ოქტომბერია, ვინ გაიღვიძა ჩელიაბინსკში?! სად შეიზღუდა საზოგადოება, სად ნახეთ საზოგადოების კონტროლი?!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…