მოსკოვში აშშ-ის საელჩო საფრთხის შესახებ ავრცელებს გაფრთხილებას, რამაც „შეიძლება მასობრივი მსხვერპლი გამოიწვიოს”
მოსკოვში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა გაფრთხილება მოსკოვში, „ცარიცინოს“ მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, რამაც მათი თქმით, შესაძლოა მასობრივი მსხვერპლი გამოიწვიოს.

მოსკოვში აშშ-ის საელჩო საფრთხის შესახებ ავრცელებს გაფრთხილებას, რამაც „შეიძლება მასობრივი მსხვერპლი გამოიწვიოს”,- შესაბამის გაფრთხილებას მოსკოვში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„უსაფრთხოების შესახებ გაფრთხილება: საფრთხე მოსკოვში, „ცარიცინოს“ მუზეუმ-ნაკრძალში (2026 წლის 31 ოქტომბერს).
აშშ-ის საელჩომ მოსკოვში შეიტყო სარწმუნო საფრთხის შესახებ, რამაც შეიძლება მასობრივი მსხვერპლი გამოიწვიოს დღეს, 31 ოქტომბერს, მოსკოვში, „ცარიცინოს” მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე…
აშშ-ის მთავრობა რეაგირების ზომების კოორდინაციას ახდენს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან,” - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულის თაობაზე რუსეთის ხელისუფლების კომენტარები ჯერ არ არსებობს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…