მადლობას მოვახსენებ ყველას, ვინც გადაწყვიტა, რომ სიღნაღის საპატიო მოქალაქის სახელი მქონოდა - მურად ვაშაკიძე
სიღნაღში სახალხო დღესასწაული „სიღნაღობა 2026“ გაიმართა, სადაც საპატიო სიღნაღელად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მურად ვაშაკიძე დასახელდა. ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად ესწრებოდა.
"სიღნაღობა 2026" - სიღნაღის ცენტრალურ მოედანზე საფესტივალო ღონისძიებები იმართება. ადგილზე გამოფენილია ტრადიციული ფოლკლორული სამოსი, ისტორიული ნივთები. ეწყობა კულინარიული მასტერკლასებიც.
ფესტივალის ფარგლებში, ქალაქში თემატური დეკორაციები განთავსდა, ადგილობრივი მეწარმეების მიერ მოეწყო გამოფენა-გაყიდვაც. სპეციალური სივრცეებია გამოყოფილი სპორტული და საბავშვო აქტივობებისთვის. საღამოს დაგეგმილია გალაკონცერტი.
სახალხო დღესასწაულს პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრება. შალვა პაპუაშვილი სიღნაღში დეპუტატებთან ერთად ჩავიდა. სიღნაღშია სოფლის მეურნეობის მინისტრიც.
ფესტივალზე საპატიო სიღნაღელები დასახელდნენ, რომელთა შორის მურად ვაშაკიძე იყო.
რეჟისორმა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა საზოგადოებას, დაფასებისთვის, მადლობა გადაუხადა.
"ჩემთვის დღევანდელი ჯილდო ნიშნავს, თუ რაიმე გამიკეთებია, იმის დაფასებას. გაკეთებით, ალბათ, რაღაც მაინც გაგვიკეთებია, რადგან მოყვარულთა თეატრი გადავაქციე მუნიციპალურ თეატრად. მადლობელი ვარ, რომ დაინახეს ეს, დამაფასეს. მადლობას მოვახსენებ ყველას, ვინც გადაწყვიტა, რომ სიღნაღის საპატიო მოქალაქის სახელი მქონოდა", - განაცხადა მურად ვაშაკიძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…