ვულოცავ სრულიად საქართველოს, განსაკუთრებულად სიღნაღის მუნიციპალიტეტს, ამ დღესასწაულს - დავით მათიკაშვილმა საზოგადოებას "სიღნაღობა 2026" მილოცა
სიღნაღში სახალხო დღესასწაული აღინიშნა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მინისტრი დავით სონღულაშვილი და დეპუტატები დაესწრნენ. პარლამენტის წევრმა დავით მათიკაშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს.
სიღნაღში სახალხო დღესასწაული "სიღნაღობა 2026" აღინიშნა. ფესტივალზე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად იმყოფებოდა. სახალხო დღესასწაულზე ასევე დაესწრო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, საზოგადოებას "სიღნაღობა 2026" მილოცა.
"ვულოცავ სრულიად საქართველოს, კახეთს, განსაკუთრებულად სიღნაღის მუნიციპალიტეტს ამ დღესასწაულს. ვუსურვებ, რომ მომდევნო შემოდგომა იყოს კიდევ უფრო მეტად ბარაქიანი, ვიდრე ეს იყო წელს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
დღესასწაული შესახებ ისაუბრა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმაც. როგორც პლატონ კალმახელიძემ აღნიშნა, შემოდგომა კახეთის სავიზიტო ბარათია, სადაც სიღნაღს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
"სიღნაღი შემოდგომის დღეებს მასპინძლობს. მინდა, მივულოცო სიღნაღს და სიღნაღელებს დღევანდელი დღე. შემოდგომა, ზოგადად, კახეთის სავიზიტო ბარათია, სადაც სიღნაღს თავისი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
მოგეხსენებათ, თავისი ადგილმდებარეობიდან, შინაარსიდან, ისტორიიდან და ადგილობრივი მაცხოვრებლებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი აქტიურად მოსანახულებელი ადგილია სიღნაღი და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ ქალაქის განვითარებას", - განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…