პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დღევანდელი ღონისძიება არა მხოლოდ ქალაქისთვის, არამედ მუნიციპალიტეტისთვის და რეგიონისთვის - დავით სონღულაშვილმა საზოგადოებას "სიღნაღობა" მიულოცა

საქართველოს პარლამენტი

სიღნაღში სახალხო დღესასწაული „სიღნაღობა 2026“ აღინიშნება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ესწრებიან.

"სიღნაღობა 2026" - სიღნაღის ცენტრალურ მოედანზე საფესტივალო ღონისძიებები იმართება. ადგილზე გამოფენილია ტრადიციული ფოლკლორული სამოსი, ისტორიული ნივთები. ეწყობა კულინარიული მასტერკლასებიც.

ფესტივალის ფარგლებში, ქალაქში თემატური დეკორაციები განთავსდა, ადგილობრივი მეწარმეების მიერ მოეწყო გამოფენა-გაყიდვაც. სპეციალური სივრცეებია გამოყოფილი სპორტული და საბავშვო აქტივობებისთვის. საღამოს დაგეგმილია გალაკონცერტი.

სახალხო დღესასწაულს პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრება. შალვა პაპუაშვილი სიღნაღში დეპუტატებთან ერთად ჩავიდა. სიღნაღშია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიც. დავით სონღულაშვილმა, საზოგადოებას სახალხო დღესასწაული მიულოცა.

"განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე, ეს ღონისძიება არა მხოლოდ ქალაქისთვის, არამედ მუნიციპალიტეტისთვის და რეგიონისთვის. ასეთი ღონისძიებები აძლევს შესაძლებლობას ქალაქსაც და მუნიციპალიტეტსაც კიდევ ერთხელ გახდნენ მასპინძლები ძალიან ბევრი სტუმრის, იყოს მიზიდულობის ცენტრი რეგიონისთვის და შესაბამისად ასეთ დღეებში კიდევ ერთხელ აღინიშნოს ქალაქის იდენტობა, ის კულტურული მრავალფეროვნება, რომელიც სიღნაღს განსაკუთრებულად მრავალფეროვნად აქვს", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობო"სიღნაღობა 2026" - ქალაქში სახალხო დღესასწაულს ზეიმობენ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე, ეს ღონისძიება არა მხოლოდ ქალაქისთვის, არამედ მუნიციპალიტეტისთვის და რეგიონისთვის. ასეთი ღონისძიებები აძლევს შესაძლებლობას ქალაქსაც და მუნიციპალიტეტსაც კიდევ ერთხელ გახდნენ მასპინძლები ძალიან ბევრი სტუმრის, იყოს მიზიდულობის ცენტრი რეგიონისთვის და შესაბამისად ასეთ დღეებში კიდევ ერთხელ აღინიშნოს ქალაქის იდენტობა, ის კულტურული მრავალფეროვნება, რომელიც სიღნაღს განსაკუთრებულად მრავალფეროვნად აქვს“
დავით სონღულაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მადლობას მოვახსენებ ყველას, ვინც გადაწყვიტა, რომ სიღნაღის საპატიო მოქალაქის სახელი მქონოდა - მურად ვაშაკიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები