ზელენსკი თურქეთში ჩავიდა – “წინ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებია რეჯეფ თაიფ ერდოღანთან”
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სტამბოლში ჩავიდა, სადაც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან გამართავს მოლაპარაკებებს. მისი განცხადებით, განსახილველ თემებს შორისაა თავდაცვა და შავ ზღვაში ნაოსნობის საკითხები.

ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა- ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართავს მოლაპარაკებებს.
ასევე დაგეგმილია შეხვედრა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთანაც.
ჩვენს გუნდთან ერთად სტამბოლში ჩავედით. წინ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გველის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ვმუშაობთ, რათა ჩვენი ხალხის თავდაცვა, თურქეთთან ორმხრივი პარტნიორობა და რეალური დიპლომატიური პერსპექტივები გავაძლიეროთ.
განსახილველია შავ ზღვაში ნაოსნობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები. ასევე დაგეგმილია შეხვედრა მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსთან. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას.“, – წერს ზელენსკი X-ზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…