პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლონეთის პრეზიდენტი - გასულ ღამეს, პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგი დაირღვა

პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი აცხადებს, რომ ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგი დაირღვა და მთავრობის მიერ გაგზავნილი ძალოვანი სტრუქტურებისგან საკონსტიტუციო ტრიბუნალის ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებას მოითხოვს.

პოლონეთის პრეზიდენტი - გასულ ღამეს, პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგი დაირღვა
ინტერპრესნიუსი

გასულ ღამეს, პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგი დაირღვა, - ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი ავრცელებს.

„საკონსტიტუციო სახელმწიფო ორგანოს ხელში ჩაგდება ძალის გამოყენებით მოხდა. კონსულტაციები გავიარე უზენაესი სასამართლოს პირველ პრეზიდენტთან, ზბიგნევ კაპინსკისთან, რომელიც ასევე, კანონიერად არ ცნობს იმ პირების ქმედებებს, რომლებაც საკონსტიტუციო ტრიბუნალის ძალაუფლების უზურპაცია მოახდინეს“, - აცხადებს პოლონეთის პრეზიდენტი.

ნავროცკის თქმით, საკონსტიტუციო ტრიბუნალის ირგვლივ განვითარებული მოვლენების განსახილველად საპარლამენტო ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

„სამართლებრივი წესრიგის აღდგენასა და მთავრობის მიერ გაგზავნილი ძალოვანი სტრუქტურების ტრიბუნალის ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებას მოვითხოვ“, - ნათქვამია პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიპოლონეთის პრეზიდენტი ლაპარაკობს საკონსტიტუციო ტრიბუნალის ძალადობრივ ხელში ჩაგდებაზე
  2. POSTVსამთავრობოკაროლ ნავროცკი: “პოლონეთში კონსტიტუციური წესრიგი დაირღვა – საკონსტიტუციო ტრიბუნალი ძალის გამოყენებით ჩაიგდეს ხელში”
  3. რუსთავი 2სამთავრობოპოლონეთის პრეზიდენტი: ქვეყნის კონსტიტუციური სახელმწიფო ორგანო ძალის გამოყენებით ხელში ჩაიგდეს, გამოვდივარ სამართლებრივი წესრიგის აღდგენის მოწოდებით
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საკონსტიტუციო სახელმწიფო ორგანოს ხელში ჩაგდება ძალის გამოყენებით მოხდა. კონსულტაციები გავიარე უზენაესი სასამართლოს პირველ პრეზიდენტთან, ზბიგნევ კაპინსკისთან, რომელიც ასევე, კანონიერად არ ცნობს იმ პირების ქმედებებს, რომლებაც საკონსტიტუციო ტრიბუნალის ძალაუფლების უზურპაცია მოახდინეს“
„სამართლებრივი წესრიგის აღდგენასა და მთავრობის მიერ გაგზავნილი ძალოვანი სტრუქტურების ტრიბუნალის ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებას მოვითხოვ“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კაროლ ნავროცკი პოლონეთში არსებულ კრიზისზე: ეს ამ ხელისუფლების პოლიტიკური სპექტაკლია - პასუხისმგებლობის ერთმანეთზე გადაბრალებას ვხედავთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები