წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
ჩელსის მცველმა მაქსენს ლაკრუამ ლივერპულთან მატჩში ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა. კლუბის ინფორმაციით, ფეხბურთელს გამოჯანმრთელებისთვის მინიმუმ 9 კვირა დასჭირდება, რის გამოც ის მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშებს.

"ჩელსიმ" გუნდის 26 წლის ფრანგ მცველ მაქსენს ლაკრუაზე ინფორმაცია გაავრცელა სადაც ნათქვამია, რომ ფეხბურთელმა "ლივერპულთან" სათამასო შეხვედრაში ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა.
ასეთი ტრავმისგან გამოჯანმრთელებას მინიმუმ 9 კვირა დასჭირდება, რის გამოც გადაწყვეტილი ამბავია, რომ ის მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშებს.
ლაკრუა "ჩელსის" მიმდინარე სეზონის დასაწყისში "კრისტალ პალასიდან" 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მან ყველა ტურნირზე 11 შეხვედრა ჩაატარა და 1 ასისტი მიითვალა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…