პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებული ბოგდან შვეჩკოვსკი: ხელისუფლებამ დღეს აჩვენა, რომ მზადაა წავიდეს ნებისმიერ უკანონობაზე, ხელისუფლების ქმედებები დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ პოლონეთს დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს წრიდან გამორიცხავს და მსოფლიოში პრეცედენტი არ გააჩნია

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებულმა ბოგდან შვეჩკოვსკიმ ტრიბუნალში განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უწოდა. მისი თქმით, ხელისუფლებამ აჩვენა, რომ ნებისმიერ უკანონობაზე წასასვლელად მზადაა.

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებული ბოგდან შვეჩკოვსკი: ხელისუფლებამ დღეს აჩვენა, რომ მზადაა წავიდეს ნებისმიერ უკანონობაზე, ხელისუფლების ქმედებები დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ პოლონეთს დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს წრიდან გამორიცხავს და მსოფლიოში პრეცედენტი არ გააჩნია
პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებული ბოგდან შვეჩკოვსკი: ხელისუფლებამ დღეს აჩვენა, რომ მზადაა წავიდეს ნებისმიერ უკანონობაზე, ხელისუფლების ქმედებები დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ პოლონეთს დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს წრიდან გამორიცხავს და მსოფლიოში პრეცედენტი არ გააჩნიაიმედინიუსი

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებული ბოგდან შვეჩკოვსკი ღამით ტრუბუნალში განვითარებულ მოვლენებს „სახელმწიფო გადატრიალების“ მცდელობას უწოდებს.

მისი თქმით, ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მზად არის, ნებისმიერ უკანონობაზე წავიდეს. განცხადება შვეჩკოვსკიმ ტრიბუნალის შენობის წინ გააკეთა, სადაც მას შესვლის უფლება არ მისცეს.

„ტრიბუნალი შედგება მოსამართლეებისგან, რომლებიც კანონის შესაბამისად არიან დანიშნული და არა უზურპატორებისგან, რომლებიც იქ უკანა კარიდან შეიჭრნენ სამთვრობო სამართალდამცველების თანხლებით და პოლიციის კორდონით შემოისაზღვრეს თავი, რადგან პოლონელების ეშინიათ. ჩვენ საქმე გვაქვს სახელმწიფო საკონსტიტუციო ორგანოზე თავდასხმასთან, სახელმწიფო გადატრიალებასთან. ამ ხელისუფლებამ დღეს აჩვენა, რომ მზად არის წავიდეს ნებისმიერ უკანონობაზე. ხელისუფლების ქმედებები დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ, პოლონეთს დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს წრიდან გამორიცხავს და მსოფლიოში პრეცედენტი არ გააჩნია“, - განაცხადა ბოგდან შვეჩკოვსკიმ.

ცნობისთვის, პოლონეთში საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 30 ოქტომბერს, გვიან ღამით სასამართლოს საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მოსამართლემ ანა კორვინ-პიოტროვსკამ ერთი თვით უფლებამოსილება შეუჩერა სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს ბოგდან სვენჩკოვსკის და მის მოადგილეს ბართლომე სოხანსკის. ამ გადაწყვეტილებამ ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია. ადამიანებმა სასამართლოს შენობასთან აქცია გამართეს, რომელიც დაკავებებით დასრულდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქმე გვაქვს სახელმწიფო საკონსტიტუციო ორგანოზე თავდასხმასთან, სახელმწიფო გადატრიალებასთან, ამ ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მზადაა, წავიდეს ნებისმიერ უკანონობაზე - ბოგდან შვეჩკოვსკი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ტრიბუნალი შედგება მოსამართლეებისგან, რომლებიც კანონის შესაბამისად არიან დანიშნული და არა უზურპატორებისგან, რომლებიც იქ უკანა კარიდან შეიჭრნენ სამთვრობო სამართალდამცველების თანხლებით და პოლიციის კორდონით შემოისაზღვრეს თავი, რადგან პოლონელების ეშინიათ. ჩვენ საქმე გვაქვს სახელმწიფო საკონსტიტუციო ორგანოზე თავდასხმასთან, სახელმწიფო გადატრიალებასთან. ამ ხელისუფლებამ დღეს აჩვენა, რომ მზად არის წავიდეს ნებისმიერ უკანონობაზე. ხელისუფლების ქმედებები დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ, პოლონეთს დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს წრიდან გამორიცხავს და მსოფლიოში პრეცედენტი არ გააჩნია“
ბოგდან შვეჩკოვსკი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მედია: პოლონეთის პრეზიდენტი გვიან ღამით წინააღმდეგობის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში შევიდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები