ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქმე გვაქვს სახელმწიფო საკონსტიტუციო ორგანოზე თავდასხმასთან, სახელმწიფო გადატრიალებასთან, ამ ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მზადაა, წავიდეს ნებისმიერ უკანონობაზე - ბოგდან შვეჩკოვსკი

პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის გადაყენებული თავმჯდომარე ბოგდან შვეჩკოვსკი ხელისუფლებას სახელმწიფო გადატრიალებასა და უკანონობაში ადანაშაულებს. დაპირისპირება სასამართლოს ხელმძღვანელობისთვის უფლებამოსილების დროებით შეჩერებასა და შენობასთან პოლიციის მობილიზებას მოჰყვა.

საქმე გვაქვს სახელმწიფო საკონსტიტუციო ორგანოზე თავდასხმასთან, სახელმწიფო გადატრიალებასთან, ამ ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მზადაა, წავიდეს ნებისმიერ უკანონობაზე - ბოგდან შვეჩკოვსკი
საქმე გვაქვს სახელმწიფო საკონსტიტუციო ორგანოზე თავდასხმასთან, სახელმწიფო გადატრიალებასთან, ამ ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მზადაა, წავიდეს ნებისმიერ უკანონობაზე - ბოგდან შვეჩკოვსკირუსთავი 2

"ტრიბუნალი შედგება მოსამართლეებისგან, რომლებიც კანონის შესაბამისად არიან დანიშნული და არა უზურპატორებისგან, რომლებიც იქ უკანა კარიდან შეიჭრნენ სამთავრობო სამართალდამცველების თანხლებით და პოლიციის კორდონით შემოისაზღვრეს თავი, რადგან პოლონელების ეშინიათ", - განაცხადა პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის თავმჯდომარეობიდან გადაყენებულმა ბოგდან შვეჩკოვსკიმ.

როგორც ის აღნიშნავს, ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მზად არის ნებისმიერ უკანონობაზე წასასვლელად.

"ჩვენ საქმე გვაქვს სახელმწიფო საკონსტიტუციო ორგანოზე თავდასხმასთან, სახელმწიფო გადატრიალებასთან, ამ ხელისუფლებამ დღეს აჩვენა, რომ მზად არის, წავიდეს ნებისმიერ უკანონობაზე. ხელისუფლების ქმედებები დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ პოლონეთს დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოების წრიდან გამორიცხავს და მსოფლიოში პრეცედენტი არ გააჩნია, ეს აზიანებს ჩვენს ქვეყანას,და არამხოლოდ მის ხელისუფლებას“, - განაცხადა ბოგდან შვეჩოვსკიმ.

ცნობისთვის, პოლონეთში პოლიტიკური დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც სასამართლოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს. საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან პოლიციაა მობილიზებული. ოპოზიცია დონალდ ტუსკის ხელისუფლებას სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეშ ჩარევასა და კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში ადანაშაულებს. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბეატა შიდლო აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა ტრიბუნალის შენობა ძალის გამოყენებით დაიკავეს და მის ხელმძღვანელობას შენობაში შესვლის შესაძლებლობა შეუზღუდეს.

დაპირისპირების ცენტრში მმართველი უმრავლესობის მიერ არჩეული ხუთი მოსამართლეცაა, რომლებსაც ქვეყნის პრეზიდენტის წინაშე ფიცი არ დაუდიათ. ოპოზიცია მათი უფლებამოსილების კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს.

სასამართლოსთან განვითარებული მოვლენების შესახებ ბრალდებებს პოლიცია უარყოფს და განმარტავს, რომ მხოლოდ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ხელისუფლება კი გადაწყვეტილებას სასამართლოს მუშაობის აღდგენის აუცილებლობით ხსნის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოპოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებული ბოგდან შვეჩკოვსკი: ხელისუფლებამ დღეს აჩვენა, რომ მზადაა წავიდეს ნებისმიერ უკანონობაზე, ხელისუფლების ქმედებები დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ პოლონეთს დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს წრიდან გამორიცხავს და მსოფლიოში პრეცედენტი არ გააჩნია
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ტრიბუნალი შედგება მოსამართლეებისგან, რომლებიც კანონის შესაბამისად არიან დანიშნული და არა უზურპატორებისგან, რომლებიც იქ უკანა კარიდან შეიჭრნენ სამთავრობო სამართალდამცველების თანხლებით და პოლიციის კორდონით შემოისაზღვრეს თავი, რადგან პოლონელების ეშინიათ“
ბოგდან შვეჩკოვსკი
„ჩვენ საქმე გვაქვს სახელმწიფო საკონსტიტუციო ორგანოზე თავდასხმასთან, სახელმწიფო გადატრიალებასთან, ამ ხელისუფლებამ დღეს აჩვენა, რომ მზად არის, წავიდეს ნებისმიერ უკანონობაზე. ხელისუფლების ქმედებები დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ პოლონეთს დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოების წრიდან გამორიცხავს და მსოფლიოში პრეცედენტი არ გააჩნია, ეს აზიანებს ჩვენს ქვეყანას,და არამხოლოდ მის ხელისუფლებას“
ბოგდან შვეჩოვსკი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პოლიციის მასშტაბური მობილიზება პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან - ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირება მწვავდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები