ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლონეთის ყოფილი პრემიერი საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: მთავრობა ამას იმიტომ აკეთებს, რომ ხალხმა არ იფიქროს, რომ ქვეყანა გაკოტრების პირასაა, არ იფიქროს ენერგორესურსებზე გაზრდილ ფასსა და გადასახადზე

საკონსტიტუციო სასამართლო

პოლონეთის ყოფილი პრემიერი მატეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ მოქმედი პრემიერი დონალდ ტუსკი საკონსტიტუციო სასამართლოს იმიტომ დაესხა თავს, რომ ხალხის ყურადღება ქვეყნის გაკოტრების საფრთხიდან, გაზრდილი გადასახადებიდან და ენერგოფასებიდან გადაიტანოს.

პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავეცკის განცხადებით, ქვეყნის მთავრობის მოქმედი თავმჯდომარე დონალდ ტუსკი საკონსტიტუციო სასამართლოს თავს იმიტომ დაესხა, რომ ხალხმა არ იფიქროს, რომ ქვეყანა გაკოტრების პირასაა, არ იფიქროს ენერგორესურსებზე გაზრდილ ფასსა და გადასახადზე.

მორავეცკი დარწმუნებულია, რომ ტუსკმა ეს სპექტაკლი გაითამაშა, რომ ხალხის ყურადღება გადაიტანოს.

“მთავრობა ამას იმიტომ აკეთებს, რომ ხალხმა არ იფიქროს, რომ ქვეყანა გაკოტრების პირასაა, არ იფიქროს ენერგორესურსებზე გაზრდილ ფასსა და გადასახადზე. ამიტომაც პრემიერმა ტუსკმა ეს სპექტაკლი გაითამაშა, რომ ხალხის ყურადღება გადაიტანოს“, - განუცხადა მორავეცკიმ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, პოლონეთში საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 30 ოქტომბერს გვიან ღამით სასამართლოს საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მოსამართლემ ანა კორვინ-პიოტროვსკამ ერთი თვით უფლებამოსილება შეუჩერა სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს ბოგდან სვენჩკოვსკის და მის მოადგილეს ბართლომე სოხანსკის. ამ გადაწყვეტილებამ ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია. ადამიანებმა სასამართლოს შენობასთან აქცია გამართეს, რომელიც დაკავებებით დასრულდა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მედია - პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო არსებული კრიზისი გამწვავდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები